COVID-19

საქართველოში კორონავირუსის ეპიდემიის აფეთქებას ორ კვირაში ელოდებიან

კორონავირუსი,2020
1584997295
დაკოპირებულია

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის ეპიდემიის აფეთქება მომდევნო ორ კვირაშია მოსალოდნელი. მისივე თქმით, სპეციალისტების მიერ გამოქვეყნებული ყველა რეკომენდაციის ზუსტი დაცვით, ეპიდაფეთქების მარტივად გადატანა შესაძლებელია.

"ეპიდემიის აფეთქების ყველაზე დიდი რისკი მოსალოდნელია მომდევნო ორ კვირაში. სწორედ აქედან გამომდინარე გამოვაცხადეთ საგანგებო მდგომარეობა. მთავრობა აკეთებს ყველაფერს, თუმცა მხოლოდ მთავრობა ვერ გახდება პასუხისმგებელი ნებისმიერი მოქალაქის საქციელზე, ამიტომ, ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება. ყველა მითითების დაცვის შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ, ეპიდემიური აფეთქება გაცილებით უკეთესად გადავლახოთ, ვიდრე ამას ევროპის ნებისმიერი ქვეყანა აკეთებს", – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში.

23 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 61 ადამიანს გამოუვლინდა. ქვეყანაში COVID-19-ის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა, ამ დრომდე სულ 8 პაციენტია განკურნებული.