
საქართველოში კორონავირუსის კიდევ 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში ინფიცირებულია 9 ადამიანი.
ამის შესახებ ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული.
ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში 162 პაციენტი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 45 პაციენტი.