
კორონავირუსისგან, სავარაუდოდ, კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.
როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, 1 პაციენტის კლინიკური მონაცემები კიდევ გადამოწმდება და ის კლინიკას სავარაუდოდ, დღეს დატოვებს. საბოლოოდ, კორონავირუსისგან 9 პაციენტი იქნება გამოჯანმრთელებული.
კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში Covid 19-ით ინფიცირების 66 შემთხვევაა დადასტურებული.