
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული გაყოფილების ხელძღვანელის მარინა ენდელაძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 5 პაციენტი განიკურნა.
"დღეს საღამოსაც მივიღეთ ინფორმაცია, რომ დაგვემატა გამოჯანმრთელებულები.
ვერ ვიტყვით, რომ ხვალ სხვებსაც გავწერთ, შეიძლება რაღაც კიდევ გასაკეთებელი გვაქვს, მაგრამ რამდენიმე ხვალაც გაეწერება. დღეს მივიღეთ 5 უარყოფითი პასუხი. სამ გამოჯანმრთელებულს დაემატა ხუთი", - აღნიშნა მარინა ენდელაძემ "ფორმულას" ეთერში.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 54 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან სამმა კლინიკა უკვე დატოვა.