
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ჯამში, კი სულ ქვეყანაში კორონავირუსის ინფექციისგან გამოჯანმრთელებული სამი პაციენტია.
"ორ პაციენტთან კვლევა ვირუსზე უარყოფითია. ერთმა პაციენტმა დატოვა ჩვენი დაწესებულება და მეორე დღეს დატოვებს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა",- განაცხადა თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მარიან ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან.
დღეს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 5-ით გაიზარდა და ამ დროისთვის 54 შეადგინა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.
ამ ეტაპზე, კარანტინის რეჟიმში 1966 პირია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 259 ადამიანი.