COVID-19

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 80 წლის ქალის მდგომარეობა კრიტიკულია

სომხეთში დაავდებულთა რიცხვი
1584601188
დაკოპირებულია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, თბილისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 31 პაციენტი იმყოფება. აქედან სამი პაციენტის მდგომარეობა პრობლემურია, რადგან მათ რისკის შემცველი გარემოებები აქვთ.

მისი თქმით, განსაკუთრებით მძიმეა 80 წელს გადაცილებული ქალის მდგომარეობა.

"ერთ-ერთი ასეთი რისკიანია ერთი პაციენტი, რომლის ასაკია 80 წელზე მეტის, მას აქვს თანმხლები დაავადება მძიმე ნევროლოგიური დაავადების სახით, ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება პაციენტის მდგომარეობა დაგვიმძიმდეს. დაავადების მიმდინარეობის ნებისმიერ პერიოდში, პროგნოზი შეიძლება გახდეს არაკეთილსაიმედო. ამიტომაც ვამბობთ, რომ ეს პაციენტი პრობლემურია. გარდა ამ ქალბატონისა, Covid 19-ით ინფიცირებული კიდევ ორი პრობლემური პაციენტი გვყავს, ისინი პრობლემატურები არიან იმიტომ, რომ არსებული დაავადება ერთთან არის ჰიპერტონული დაავადება და ამიტომ ამ პაციენტთანაც შესაძლებელია დაავადების პროგრესირება, დაავადების გართულება ნებისმიერ პერიოდში. მესამე მძიმე პაციენტთან ამ ეტაპზე, მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გამომსახველობითი კვლევით, რასაც კომპიუტერული ტომოგრაფია ჰქვია, დინამიურად მაჩვენებელი გაუარესებული გვქონდა, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ამ შემთხვევებში დიდი ალბათობით, თუ ყველაფერი კარგად დამთავრდება, ძალიან კარგია, მაგრამ პროგნოზულად მაინც ამ სამ პაციენტთან მდგომარეობა სერიოზულია და დინამიურად სჭირდებათ დაკვირვება და კვლავ გამოსავალზე საუბარი", - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობის შემთხვევაში დაავადების მიმდინარეობა სტაბილურია.

"დანარჩენი პაციენტების მდგომარეობას რაც შეეხება, ნაწილთან არის პნევმონიები, საშუალო სიმძიმის და ნაწილთან მსუბუქი სიმძიმის, ყველასთან დაავადების მიმდინარეობა სტაბილურია, არსად პროგრესირება არ შეიმძნევა, ველოდებით რომ მათთან ალბათ უნდა დაგდეს გამოჯანმრთელება", - აცხადებს მარინა ეზუგბაია.