მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი გარდაიცვალა

11 გარდაცვლილი
1618296471
COVID-19

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - Stopcov.ge-ზე განახლდა.

ამავე მონაცემების თანახმად, საერთო ჯამში სულ გარდაცვლილია 3894 პაციენტი.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 290 129-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულთა ჯამური რიცხვი კი 278 251-ია.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 აპრილის მდგომარეობით, 3,66%, ბოლო 14 დღის - 2,46%, ბოლო 7 დღის - 2,58%-ია.

👉 ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

👉 კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

👉 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

იხილეთ აგრეთვე:

📌„ამ ეტაპზე არავითარ ჩაკეტვაზე საუბარი არ არის“ - გამყრელიძე