მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში იზოლაციისა და კარანტინის ვადები შესაძლოა, კიდევ შემცირდეს 

საფრანგეთში ორქი ქართველი თვითიზოლაციაშია
1642411432
COVID-19

საქართველოში შესაძლოა, რომ იზოლაციისა და კარანტინის ვადები კიდევ შემცირდეს, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.  

მისივე თქმით, „ომიკრონის“ შემთხვევები ქვეყანაში მსუბუქად მიმდინარეობს. 

„კოვიდის მეექვსე შტამი „ომიკრონი“ საკმაოდ მსუბუქი მიმდინარეობით გამოირჩევა და ძალიან დადებითად შეიძლება, აღვნიშნოთ ის, რომ ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები მნიშვნელოვნად გვაქვს შემცირებული, ადეკვატურად ვმართავთ ყველა ამ ნაკადს.

„ომიკრონიდან“ გამომდინარე იზოლაციის და კარანტინის ვადები 12-დან 8 დღემდე შევამცირეთ, თუმცა სხვადასხვა ქვეყნის მაგალითებს რომ ვნახულობთ, შეიძლება ამის კიდევ გადახედვაზე ვიმსჯელოთ, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში სავალდებულოა 5 დღე“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

შეგახსენებთ, 17 დეკემბრიდან საქართველოში იმ პირებისთვის, ვინ ვაქცინირებულია და კორონავირუსი მსუბუქი ფორმით აქვს, იზოლაციისა და კარანტინის ვადა 8 დღემდე შემცირდა. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 

🔵კლინიკური სიმპტომები, რომლებიც დელტასგან განსხვავებით ნაკლებად გვხვდება „ომიკრონის“ დროს

🔵 „ომიკრონისთვის“ წინააღმდეგობას ადრე გადატანილი ინფექცია არ წარმოადგენს“ - ივანე ჩხაიძე

🔵 „ტესტებს თავი დაანებეთ, თუ გაქვთ სიმპტომები, იყავით იზოლაციაში“ - გიორგი ღოღობერიძე „ომიკრონზე“

🔵 „ვირუსი ყველზე სწრაფად გადადის ბავშვებზე და ტოვებს პოსტკოვიდ სინდრომს“ - ვატო სურგულაძე

🔵 „ომიკრონით“ ინფიცირებისას მძიმე დაავადების განვითარების შანსი საგრძნობლად დაქვეითდა“ - ნანა გეგეჭკორი

🔵 „10% არის ისეთი ინფიცირებული, რომელთაც განმეორებითი პისიარის ტესტირების მიუხედავად ვერ დავუდგენთ ინფექციას“ - გიორგი კამკამიძე