
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 67 შემთხვევა დადასტურდა. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აქედან 2 ავსტრიის მოქალაქეა, რომლებიც თავიანთ ქვეყნებში დაბრუნდნენ, 9 კი გამოჯანმრთელებული.
"გუშინ ღამით მოხდა სპეცრეისის დანიშვნა, ავსტრიის სახელმწიფოს მხრიდან და მათი მოქალაქეები გადაყვანილები არიან ავსტრიაში", - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძე.
მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე, სტაციონარში კორონავირუსით ინფიცირებული 56 საქართველოს მოქალაქეა მოთავსებული.