მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სახეზეა ახალი შემთხვევების სტაბილიზაცია“ - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი
1630083861
COVID-19

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ მობილური აცრები ვაქცინაციის გაფართოებას ხელს შეუწყობს.

„მობილური აცრები ვაქცინაციის გაფართოების ერთ-ერთი ფორმა და გზაა, რათა ვაქცინაციაზე ხელმისაწვდომობა მეტი ადამიანისთვის იყოს შესაძლებელი და მეტი ვაქცინირებული გვყავდეს. ვფიქრობ, ეს კარგი ინიციატივაა და ვაქცინაციის გაზრდას შეუწყობს ხელს.

სახეზეა ახალი შემთხვევების სტაბილიზაცია. 5-6 ათასი ინფიცირებული იყო, ახლა კი ბოლო ორი დღეა, დაახლოებით ოთხი ათასის ფარგლებშია. უნდა შევინარჩუნეთ ეს მდგომარეობა და ამის შენარჩუნების გზა მოსახლეობის ხელშია.

თუ ჩვენ დავიცავთ რეგულაციებს, მივეჩვევით და ვისწავლით პირბადის ტარებას, განსაკუთრებით რეგიონებში, აგრეთვე თუ დავიცავთ იმ მინიმალურ შეზღუდვებს, რაც არის დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია იქნება სტაბილური“, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ცა და დედამიწაა განსხვავება აუცრელ და აცრილ ადამიანებს შორის“

👉 „ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება ნაადრევია“

👉 „ყველა პარამეტრი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის კრიტიკულია“