COVID-19

„სამედიცინო პერსონალს დღეს ძალიან არასახარბიელო მდგომარეობა აქვს“ - დევი ტაბიძე

„სამედიცინო პერსონალს დღეს ძალიან არასახარბიელო მდგომარეობა აქვს“
1629373510
დაკოპირებულია

„უმძიმესი სიტუაციაა, ქვეყანა მეოთხე ტალღის პიკშია“, - ამის შესახებ ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძემ რუსთავი ორის ეთერში განაცხადა.

„ქვეყანა მეოთხე ტალღის პიკშია. ადამიანებმა დაიჯერეს, რომ კოვიდი არ არის, დამარცხებულია. მთავრობის გადაწყვეტილება, რომ შეემსუბუქებინა ყველა რეგულაციები, არასწორად გაიგო მოსახლეობამ. სამედიცინოს მთლიან პერსონალს დღეს არასახარბიელო მდგომარეობა აქვს. უმძიმესი სიტუაციაა, გამომდინარე იქიდან, რომ დაავადება ძალიან სწრაფად ვრცელდება, კონტროლი და რეალური რეგულაციების დაცვა არ ხორციელდება.

შარშან, ამ პერიოდისათვის ჩვენ გვყავდა 33 711 ადამიანი ინფიცირებული, დღეს უკვე 55 ათასს გავცდით. მოსახლეობა ვერ შეასრულებს ვერანაირ წარმატებულ საქმიანობას, თუ ის არ იქნება ვაქცინირებული“ - განაცხადა დევი ტაბიძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ვირუსის ძლიერი აფეთქება მოდის, პიკამდე არ მივსულვართ“

👉 „კლინიკაში თავისუფალი ადგილები აღარ არის“

👉 „ჟანგბადის მიწოდების პრობლემებია, მოვემზადოთ“

👉 „უბედურ დღეში ვართ, რა ექეიფება და რა ეტაშფანდურება ამ ხალხს“