COVID-19

„სამედიცინო პერსონალისთვის ვაქცინაცია თუ სავალდებულო გახდება, ეს დანარჩენი მოსახლეობისთვის სტიმული იქნება“ - კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი
1626866028
დაკოპირებულია

„მიმაჩნია, რომ სახელმწიფო თუ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ სამედიცინო სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის უახლოეს დღეებში, აგვისტოდან სავალდებულო გახდეს ვაქცინაცია, ეს იქნება ძალიან სერიოზული სტიმული თუნდაც დარჩენილი მოსახლეობისთვის“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა სატელევიზიო ეთერში ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მართვა გაურკვეველი მეთოდებით მიმდინარეობს.

„ჩვენ პანდემიის მართვა იმდენად არაკოორდინირებული და სრულიად გაურკვეველი მეთოდებით დავიწყეთ შეზღუდვების მოხსნის თვალსაზრისით, რომლის მსგავსი პრეცედენტი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ ყოფილა.

ან პოლიტიკა უნდა ყოფილიყო რომ მთლიანად ჯოგური იმუნიტეტისკენ აქცენტი, რომლისკენაც მივდივართ, ან მეორე მხრივ ჰუმანური და მეცნიერულად დასაბუთებული მართვა პანდემიის, რაც ბეწვის ხიდზე გავლას გულისხმობს“, - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

როგორც მან განმარტა, კორონავირუსის ახალი შტამების სიმრავლე გასაკვირი არ არის, რადგან ამგვარი რამ ნებისმიერ ვირუსს ახასიათებს.

„შტამები შესაძლოა ბერძნული ანბანის ყველა ასო იყოს. ეს ვირუსების ბუნებაა“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 393 360-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5 618 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 368 073 პირი.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 6,42%, ბოლო 14 დღის - 5,03%, ბოლო 7 დღის - 5,53%.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „არსებობს შესაძლებლობა, რომ ახალი ვარიანტები დელტა ვირუსზე უფრო საშიში აღმოჩნდეს“ - გებრეისუსი

👉 როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ ბავშვს კორონავირუსის დამამძიმებელი სიმპტომი აქვს და აუცილებელია ექიმის მიმართვა?

👉 „შეიძლება შევიდეთ უფრო მძიმე სიტუაციაში, ვიდრე ეს იყო შარშან“ - ზაზა წერეთელი