მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საფრანგეთში მასწავლებლებმა კორონავირუსზე ტესტირებისა და იზოლაციის პროტოკოლები გააპროტესტეს

საპრტოესტო აქცია საფრანგეთში
1642686091
COVID-19

საფრანგეთის მასწავლებელთა პროფკავშირებმა კორონავირუსზე ტესტირებისა და იზოლაციის პროტოკოლები მასობრივი გაფიცვით გააპროტესტეს, - ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება. 

მასწავლებლები ხელისუფლებას ადანაშაულებენ იმაში, რომ მათ ბავშვების სკოლაში დაბრუნების ეფექტური გეგმა ვერ შეიმუშავეს და უამრავი სკოლა დახურეს. 

პროფკავშირების წარმომადგენლები ითხოვენ, რომ მთავრობამ საკმარისი რაოდენობის შემცვლელი მასწავლებელი დაიქირაოს, რათა ინფიცირებულების ჩანაცვლება დროულად მოხდეს. 

გარდა ამისა, შეკრებილთა პროტესტის ერთ-ერთი მიზეზი იყო პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც ბავშვებს, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდებათ, სახლში დარჩენა 10 დღით უწევთ, ხოლო მათი თანაკლასელები იძულებულნი არიან, რომ 4 დღის განმავლობაში მინიმუმ 3-ჯერ გაიტესტონ.

პროფკავშირები მასშტაბურ საპროტესტო აქციას 27 იანვარს აანონსებენ.