მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საშუალება გვაქვს გარანტირებულად ხარისხიანი ვაქცინა მივიღოთ“ - ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი
1610728619
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კოვიდვაქცინაციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქვეყანას შესაძლებლობა აქვს გარანტირებულად ხარისხიანი ვაქცინა მიიღოს. 

როგორც მინისტრი ამბობს, საუბარი ეხება „ფაიზერის“ ვაქცინას და ის ორ ეტაპიანია.

ამასთან, ეკატერინე ტიკარაძე დღეს ჯანდაცვის სამინისტროში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას ეხებოდა.

„60% საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე არის სწორედ ის რიცხვი მოსახლეობის, როდესაც ქვეყანაში აღარ მოხდება ინფექციის ინტენსიური გავრცელება. ასევე ჩვენ შეზღუდვების მოხსნის გარკვეულ გარანტიებს მოგვცემს.

შესაბამისად დარგის სპეციალისტები და ექსპერტები რეკომენდაციას უწევენ მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას“, - განაცხადა „რუსთავი 2“ -ის ეთერში ეკატერინე ტიკარაძემ.

რაც შეეხება აცრას, მინისტრი აცხადებს, რომ „კოვაქს“ პლატფორმა ხარისხიანი ვაქცინის მიღების შესაძლებლობას იძლევა.

ამ ეტაპზე, ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიმოწერა „კოვაქს“ პლატფორმასთან. თქვენ იცით, რომ ჩვენ უკვე სექტემბრის თვეში გავწევრიანდით ამ პლატფორმაზე, რომელიც ჩვენ საშუალებას გვაძლევს ჩვენი მოქალაქეებისთვის მივიღოთ გარანტირებულად ხარისხიანი ვაქცინა და ეს იყო ჩვენი მთავარი წინაპირობა იმის, რომ „კოვაქს“ პლატფორმა ჩვენ ამის გარკვეულ გარანტიებს გვაძლევს. 6 იანვრის წერილში, რომელიც ჩვენ მივიღეთ “კოვაქს“ პლატფორმიდან, საუბარი არის „ფაიზერის“ ვაქცინაზე, რომლის დოზირება არის ორ ეტაპიანი“, - დასძინა ტიკარაძემ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „Covid-19 განსაკუთრებით საშიში ჭარბწონიანი ბავშვებისთვისაა“ - გიორგი ფხაკაძე

✔️ „მოსახლეობის 60% უნდა აიცრას, იმისთვის, რომ იმუნური ფენა შეიქმნას“ - გამყრელიძე