მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საუბარია AstraZeneca-სა და ერთ-ერთი ჩინური ვაქცინის შემოტანაზე“ - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური კლინიკის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, 2020
1610291667
COVID-19

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის 2 ვაქცინის შემოტანის საკითხი განიხილება, რომელთაგან ერთი AstraZeneca-ს ეკუთვნის, ხოლო მეორე ჩინური ვაქცინებიდან ერთ-ერთია.

„ლაპარაკია, ორი ვაქცინის შემოტანაზე ჩვენთან, AstraZeneca-სა და ერთ-ერთი ჩინურის. ჩინეთს აქვს 5 ვაქცინა და ერთ-ერთზე არის ლაპარაკი. მინდა გითხრათ, რომ მსოფლიოში ჩინური ვაქცინის რეიტინგი საკმაოდ მაღალია.

ჩინურ ვაქცინას მაღალი ნდობა აქვს. სხვა თუ არაფერი, იქ გაჩნდა ეს ინფექცია და მათ ყველაზე კარგად იციან ამ ვირუსის სტრუქტურა და მისი თავისებურებები და სულ არ გამიკვირდება, რომ ჩინურმა ვაქცინამ ყველას აჯობოს. მათ ამისთვის ბევრი დრო ჰქონდათ, იმასაც ამბობენ, რომ წინასწარ იცოდნენ ამ ვირუსის არსებობა და დიდი ხანია ამ ვაქცინაზე მუშაობენ, ამიტომ ჩინური ვაქცინა ხელწამოსაკრავი არ იქნება“,- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

👉 ინფორმაციისთვის, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საქართველო კორონავირუსის ვაქცინის გარკვეულ ოდენობას თებერვალში მიიღებს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ეკატერინე ტიკარაძე: თებერვალში კორონავირუსის ვაქცინის გარკვეულ მოცულობას ველოდებით

👉 Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა კორონავირუსის ახალ შტამის მიმართაც ეფექტურია

👉 გიორგი ფხაკაძე: მესამე ტალღა აპრილში უნდა დაიწყოს