მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საუბარია ვაქცინირებულებისთვის იზოლაციის დროის შეცვლაზე, კარგით რა, ვინმემ შეამოწმა წინა წესებს როგორ ვიცავდით?!“ - გიორგი კავკასიძე

ქართულ-ამერიკული კლინიკის დამფუძნებელი
1642321157
COVID-19

ქართულ-ამერიკული კლინიკის დამფუძნებელი გიორგი კავკასიძე ქვეყანაში იზოლაციისა და კარანტინის ვადების ცვლილებას გამოეხმაურა. 

მისი თქმით, ახალი მიდგომა, რომელიც ვაქცინირებულებისთვის იზოლაციისა და კარანტინის დღეების შემცირებას ეხება, რეალობას მოწყვეტილია, რადგან არავინ აკონტროლებს, რა დროს ატარებენ ინფიცირებული ადამიანები სახლში, ან რამდენი ხნით რჩენბიან კარანტინში, როცა ინფიცირებულთან ჰქონდათ კონტაქტი. 

„სამწუხაროდ, ხშირად ვიღებთ ისეთ კანონებს, რომლებიც ვიცით, რომ არ შესრულდება. ახლა იზოლაციის წესები იცვლება. წინა წესებს როგორ ვიცავდით, ვინმემ შეამოწმა? ახლა ვლაპარაკობთ, რომ თუ აცრილია, იმას უფრო ნაკლები, თუ არა... კარგით, რა. ამიტომაც არავინ აღარ იცავს წესებს. არათანმიმდევრობა ერთი პრობლემაა და მეორეა რეალობას მოწყვეტილი საკანონმდებლო ბაზები, რომლებიც კარგს არაფერს მოიტანს“, - აღნიშნა გიორგი კავკასიძემ. 

როგორც მან განმარტა, ჯერჯერობით, რთულია იმის თქმა, შექმნის თუ არა „ომიკრონის“ ვარიანტის გავრცელება საზოგადოებრივ ანუ ე.წ. ჯოგურ იმუნიტეტს. 

„არ ვიცი, ამის თქმა შეუძლებელია. „ომიკრონში“ დაახლოებით 52 მუტაციაა „დელტასთან“ შედარებით და ეს არის ზუსტად იმის მიზეზი, რომ სწრაფი ტესტები ზოგჯერ ვერ იჭერს „ომიკრონს“. თუ წამოვიდა კიდევ ახალი ვირუსი, აქ ისეა, მიაწვები-მოგაწვება. ეს ევოლუციაა, მაგას ვერ გააჩერებ“, - განაცხადა გიორგი კავკასიძემ. 

ინფორმაციისთვის, საქართველოში ვაქცინირებული პირებისთვის იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 

🔵კლინიკური სიმპტომები, რომლებიც დელტასგან განსხვავებით ნაკლებად გვხვდება „ომიკრონის“ დროს

🔵 „ომიკრონისთვის“ წინააღმდეგობას ადრე გადატანილი ინფექცია არ წარმოადგენს“ - ივანე ჩხაიძე

🔵 „ადამიანები, ვისაც ჰოსპიტალიზაცია და რეანიმაცია დასჭირდა, აუცრელები არიან“ - ზურაბ ჭიაბერაშვილი

🔵 „ვირუსი ყველზე სწრაფად გადადის ბავშვებზე და ტოვებს პოსტკოვიდ სინდრომს“ - ვატო სურგულაძე

🔵 „ომიკრონით“ ინფიცირებისას მძიმე დაავადების განვითარების შანსი საგრძნობლად დაქვეითდა“ - ნანა გეგეჭკორი

🔵 „10% არის ისეთი ინფიცირებული, რომელთაც განმეორებითი პისიარის ტესტირების მიუხედავად ვერ დავუდგენთ ინფექციას“ - გიორგი კამკამიძე