მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სავალდებულო ვაქცინაციას არ ვეთანხმები“ - ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი
1635236475
COVID-19

„სავალდებულო ვაქცინაციას უფრო ნეგატიური პროცესები მოჰყვება“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მინისტრის თქმით, სავალდებულო ვაქცინა ხელს შეუშლის და შეაფერხებს ვაქცინაციის პროცესს.

მინისტრმა მოქალაქეებს აცრის გაკეთებისა და რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა.

„დარწმუნებული ვარ, რომ სავალდებულო ვაქცინაციას მოჰყვება ბევრად უფრო ნეგატიური პროცესები, რაც პირიქით, ხელს შეუშლის ვაქცინაციის პროცესს. აქედან გამომდინარე, არ ვეთანხმები და მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან და არა იძულებითი წესის გამოყენება. ისევ და ისევ ვაქცინაციის პროცესის სასარგებლოდ.

სახელმწიფო შესაძლებლობები ამ ეტაპისთვისაც არის უცვლელი, რაც გულისხმობს რეგულაციების დაცვის მკაცრ აღსრულებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქეები კვლავ ჩაერთონ ვაქცინაციაში თავიანთი აქტივობით და სამოქალაქო მაღალი პასუხისმგებლობით იმისთვის, რომ დავიცვათ სოციალური დისტანცია, გავითვალისწინოთ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც მოწოდებულია დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან. მნიშვნელოვანია, რომ გავააქტიუროთ ვაქცინაციის პროცესი“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „შესაძლოა, ვაქცინაცია ნოემბრიდან სავალდებულო გახდეს“ - ამირან გამყრელიძე

👉 „მოსახლეობა აკეთებს ყველაფერს, რომ პანდემია კიდევ უფრო გაძლიერდეს და მეხუთე ტალღა იყოს მძიმე“ - თენგიზ ცერცვაძე

👉 „საქართველოშიც შეიძლება ახალი შტამები წარმოიქმნას“ - ინფექციონისტი

👉 „კოვიდპასპორტები სწრაფად უნდა შემოვიღოთ, სხვა ალტერნატივა არ დაგვრჩა“ - ბიძინა კულუმბეგოვი

👉 „გვინდა თუ არა, სავალდებულო ვაქცინაციის შემოღება მოგვიწევს“ - ამირან გამყრელიძე

👉 „შესაძლოა, გარკვეულ ადგილებში კოვიდპასპორტები შემოვიღოთ“ - ეკატერინე ტიკარაძე