მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სავარაუდოდ, ჩინური ვაქცინა „სინოფარმით“ ავიცრები, ეს არის სანდო და მაღალი ეფექტურობის ვაქცინა“ - დიმიტრი ხუნდაძე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე Pia.ge
1620160799
COVID-19

„სავარაუდოდ, ჩინური ვაქცინა „სინოფარმით“ ავიცრები, ეს არის სანდო და მაღალი ეფექტურობის ვაქცინა“ - ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ სატელევიზიო ეთერში განაცხადა.

„ვირუსის გადატანა საკმაოდ რთულად მომიწია, მაგრამ ექიმების წყალობით, დღეს ჯანმრთელად ვარ. რა თქმა უნდა, აცრის გაკეთებას ვაპირებ.

უბრალოდ ახლა რეჟიმი მოითხოვს, რომ 4 თვე უნდა იყოს გასული დაავადების გადატანიდან. აღნიშნულის შემდეგ მე, რა თქმა უნდა, ავიცრები.

ავიცრები იმ ვაქცინით, რა არჩევანიც ჩვენ გვაქვს და ჩვენ კარგი არჩევანი გვაქვს. მით უფრო, ახლა დაგვემატა ჩინური ვაქცინა „სინოფარმი“.

სავარაუდოდ, ამით ავიცრები, რადგან ვარ 45 წელს ქვემოთ და ჩემთვის სწორედ ეს ვაქცინაა მისაღები. ამ ეტაპზე ჩემს შვილებს გავუწიე რეკომენდაცია, რომ დარეგისტრირდნენ და ისინი ჩინური ვაქცინით აიცრებიან.

ოჯახში ჩვენ ამაზე შევთანხმდით. ეს არის სანდო და მაღალი ეფექტურობის ვაქცინა. გვერდითი მოვლენები ძალიან დაბალი აქვს და პრაქტიკულად, მსოფლიოში მძიმე გართულებები არც დაფიქსირებულა. ჩინური ვაქცინა უკვე 200 მლნ ადამიანს აქვს გაკეთებული. ვაქცინის არგაკეთების შემთხვევაში რისკები არასახარბიელოა“, - აღნიშნა ხუნდაძემ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 313 742 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 295 458 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 4 183 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 89 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 788 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4209 პირი.

დღეს საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი 2020 წლის 11 მარტს პანდემიად გამოაცხადა.

კოვიდ 19-ის პირველი შემთხვევა ჩინეთის პროვინცია უხანში 2019 წლის დეკემბერში დადასტურდა.

რაც შეეხება გლობალურ სტატისტიკას, მსოფლიოში ვირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 154 მლნ-ს აჭარბებს.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „სინოფარმს“ ნაკლები გართულება აქვს და არის ძალიან ეფექტური“