მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შემთხვევების მაღალი რიცხვი ნიშნავს მაღალ ჰოსპიტალიზაციას, მაღალი ჰოსპიტალიზაცია კი ლეტალობას“ - მაია კაშია

ეპიდემიოლოგი მაია კაშია
1642401826
COVID-19

ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ და ჯოენის სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგმა მაია კაშიამ „იმედის“ ეთერში ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრეს. 

სპეციალისტები მოსახლეობას ვაქცინაციისკენ და რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებენ. 

ალექსანდრე გოგინავას თქმით, დღიურად დადასტურებულ შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად, შეიძლება,  გაიზარდოს.

„ნელ-ნელა დომინანტი ხდება „ომიკრონი“ და დაახლოებით 2-3 კვირაში შეიძლება, სრულად ჩაანაცვლოს დელტა შტამი. აქედან გამომდინარე ვიცით, რომ „ომიკრონი“ საკმაოდ სწრაფად და აგრესიულად ვრცელდება, პიკზე შეიძლება გვქონდეს ბევრად უფრო მეტი დადასტურებული დღიური შემთხვევა, ვიდრე გვქონდა დელტას დროს. ამიტომ, მნიშვნელოვანია რეკომენდაციების დაცვა, ვაქცინაციის უფრო აქტიურად წარმოება“, - აცხადებს ალექსანდრე გოგინავა. 

მაია კაშიას თქმით, ეპიდსიტუაცია გაუმჯებესებულია და ეს გამოწვეულია „ომიკრონის“ გავრცელებით. 

„ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში დღითი დღე კიდევ უფრო უარესდება და ამ ყველაფერს აუარესებს ისიც, რომ გავრცელებულია „ომიკრონი“. თუ ყოველდღიურად გაგრძელდება ამდენი ახალი შემთხვევები, ეს, რა თქმა უნდა გამოიწვევს ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვას. მოსახლეობამ აუცილებლად უნდა გაითავისოს ის, რომ ახალი შემთხვევების მაღალი რიცხვი პირდაპირ პროპორციულად ნიშნავს მაღალ ჰოსპიტალიზაციას, ხოლო სამწუხაროდ მაღალი ჰოსპიტალიზაცია ნიშნავს ლეტალობას“, - აღნიშნავს მაია კაშია. 

🔵კლინიკური სიმპტომები, რომლებიც დელტასგან განსხვავებით ნაკლებად გვხვდება „ომიკრონის“ დროს

🔵 „ტესტებს თავი დაანებეთ, თუ გაქვთ სიმპტომები, იყავით იზოლაციაში“ - გიორგი ღოღობერიძე „ომიკრონზე“

🔵 „ომიკრონისთვის“ წინააღმდეგობას ადრე გადატანილი ინფექცია არ წარმოადგენს“ - ივანე ჩხაიძე

🔵 რატომ არ ღირს დაგემართოს „ომიკრონი“ - კულუმბეგოვის განმარტება

🔵 „ომიკრონით“ ინფიცირებისას მძიმე დაავადების განვითარების შანსი საგრძნობლად დაქვეითდა“ - ნანა გეგეჭკორი

🔵 „10% არის ისეთი ინფიცირებული, რომელთაც განმეორებითი პისიარის ტესტირების მიუხედავად ვერ დავუდგენთ ინფექციას“ - გიორგი კამკამიძე