მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შესაძლებელია რისკჯგუფში მყოფი ბავშვების ვაქცინაციის ნებართვა დღეიდანვე დავუშვათ“ - აკაკი ზოიძე

აკაკი ზოიძე
1630922510
COVID-19

საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტმა აკაკი ზოიძემ PIA.GE-სთან ბავშვთა ვაქცინაციის საკითხის შესახებ ისაუბრა.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ 12 წლიდან ბავშვების საყოველთაო ვაქცინაციისათვის საკმარისი მონაცემები არ არსებობს, რომ რეალურად იყოს რეკომენდებული. ხოლო იმ ბავშვებში, ვისაც ქრონიკული დაავადებები და იმუნიტეტის პრობლემები გააჩნიათ, უნდა იყოს აცრა ნებადართული.

„დღეს, რამდენიც გვაქვს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების რაოდენობა, ვფიქრობ, საკმარისი იქნება ადრეული ასაკისა და 12 წლამდე ბავშვთა რისკჯგუფისათვის.

თუმცა, ჯერჯერობით ჯანმოს რეკომენდაცია ჯერ არ გვაქვს. ამას აკეთებენ ცალკეული ქვეყნები, როგორიცაა ჩინეთი, საუდის არაბეთი. ახლა მიმდინარეობს „ფაიზერსა“ და „მოდერნაზე“ ფართო მასშტაბის კლინიკური კვლევები 3 წლის ზემოთ 12 წლამდე ბავშვებში.

სანამ მათი შედეგები საბოლოო არ იქნება, რეკომენდაციის გაცემა ალბათ მიზანშეწონილი არ არის.

მაგრამ რისკჯგუფებთან მიმართებით თუ დავიწყებთ აცრებს, ახლაც გვაქვს ჩვენ საკმარისი ვაქცინა. ეჭვი მაქვს, რომ ოქტომბრიდან, როცა ვაქცინის მსურველების რაოდენობა ამოიწურება, აღმოჩნდება ასეთი სიტუაცია, რომ შეიძლება გვქონდეს ვაქცინები და არ გვყავდეს აცრის მსურველი. ასეთ პირობებში ბავშვების რისკჯგუფებზე მაინც უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ ეხება საყოველთაო აცრას, სანამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია არ იქნება.

ჩვენს პირობებში, მით უმეტეს, სკეპტიციზმი როდესაც მაღალია, ეს შეიძლება დავის და ვაქცინების მიმართ ნდობის შერყევის კიდევ ერთი ფაქტორი გახდეს. იმით, რომ თუ საყოველთაო დაიშვება, ცალკეულმა სკოლებმა შესაძლებელია მოითხოვონ, რომ მათთან მხოლოდ აცრილი ბავშვები იყვნენ და ამან შეიძლება პრობლემა შექმნას.

ამიტომ, სანამ 12 წლის ზემოთ საყოველთაო აცრაზე არ იქნება ჯანმოს ნებართვა, შეიძლება იყოს თავშეკავების საფუძველი.

ხოლო რისკჯგუფებზე შესაძლებელია დღეიდანვე დავუშვათ ეს, ვიცით რომ ქვეყანაში არის რამდენიმე ვაქცინირებული ბავშვი, რომელთაც ჰქონდათ ჯანმრთელობის პრობლემები, სამინისტროს ნებართვით მათთვის გამონაკლისის დაშვების გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

ის ვაქცინები, რაც არსებობს, არის უსაფრთხო და ძალიან მაღალი ალბათობით გვიცავს სიკვდილისა და ჰოსპიტალიზაციისგან, მათ შორის დელტა შტამის მიმართაც ეფექტიანია.

არსებობს აბსოლუტურად ამომწურავი პასუხები მათ შესახებ, თუმცა ის, რომ რაღაც უმცირესი რისკი რაც შეიძლება იყოს დაკავშირებული ვაქცინაციასთან, 10 000 ჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე ის ეფექტი, რომელიც შეიძლება დაცვის კუთხით ვაქცინამ მოიტანოს“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ინფორმაციისთვის, 12 წლის ზემოთ მოზარდებისთვის მხოლოდ 2 ვაქცინას აქვს მიღებული ავტორიზაცია, ეს არის „ფაიზერი“ და „მოდერნა“.

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ამაზე მსჯელობს, ჩვენთვის მათი გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია. მათი წინადადება ამ ეტაპზე არის, რომ ვაქცინაცია შესაძლებელია, მხოლოდ გარკვეულ ჯგუფებზე, გარკვეული ჩვენებებით, ანუ ვისაც აქვს სხვადასხვა თანმხლები დაავადებები.

ჩვენც გვყავს 10-მდე აცრილი ბავშვი 12-დან -15 წლამდე, ამიტომ ამაში მე დიდ პრობლემას ვერ ვხედავ. ერთადერთი ქვეყანაა ჩინეთი და მის გვერდით მყოფი რამდენიმე ქვეყანა, სადაც 3 წლის ასაკიდან „სინოვაკმა“ და „სინოფარმმა“ დაიწყო კალენდარულად ბავშვებში ვაქცინის გამოყენება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

იხილეთ აგრეთვე:

✅ბავშვების ვაქცინაცია რამდენიმე დღეში გადაწყდება - BBC

✅„ბავშვების ინფიცირება არ უნდა დავუშვათ“ - ვაქცინაციის დაბალი ტემპის გამო გერმანიაში რეგულაციების კვლავ გამკაცრებას ითხოვენ

✅„ძალიან მნიშვნელოვანია, დავიწყოთ ბავშვების აცრა“ - ბიძინა კულუმბეგოვი