COVID-19

„შესაძლოა, გარკვეულ ადგილებში კოვიდპასპორტები შემოვიღოთ“ - ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი
1635100082
დაკოპირებულია

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „იმედის ეთერში“, გარკვეულ ადგილებში მწვანე და წითელი კოვიდპასპორტების შემოღების შესაძლებლობაზე და ასაკოვან ჯგუფში ლეტალობის მაჩვენებელზე ისაუბრა.

მისი თქმით, ასაკოვან ჯგუფში ლეტალობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი 85%-ია.

„რეანიმაციაშიც ძირითადად ასაკოვანი ჯგუფის განთავსება ხდება. ლეტალობის მაჩვენებელიც 85% სწორედ გვაქვს ამ ჯგუფში. მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ გავაქტიურდეთ 60 პლუს მოსახლეობაში. ასაკოვანი ჯგუფის ვაქცინაცია მნიშვნელოვანია.

ისეთი ადგილები, რომლებიც პირველადი საჭიროების თავშეყრის ადგილებს არ წარმოადგენენ, სავსებით შეიძლება გადავიყვანოთ მანდატორულ მწვანე და წითელი პასპორტების გამოყენებაზე, რაც, რა თქმა უნდა, იქნება ირიბი წახალისება და რეგულაცია, იმისკენ რომ მოსახლეობის უფრო დიდი რაოდენობა ავცრათ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „შესაძლოა, ვაქცინაცია ნოემბრიდან სავალდებულო გახდეს“ - ამირან გამყრელიძე

👉 „მოსახლეობა აკეთებს ყველაფერს, რომ პანდემია კიდევ უფრო გაძლიერდეს და მეხუთე ტალღა იყოს მძიმე“ - თენგიზ ცერცვაძე

👉 „საქართველოშიც შეიძლება ახალი შტამები წარმოიქმნას“ - ინფექციონისტი

👉 „კოვიდპასპორტები სწრაფად უნდა შემოვიღოთ, სხვა ალტერნატივა არ დაგვრჩა“ - ბიძინა კულუმბეგოვი

👉 „გვინდა თუ არა, სავალდებულო ვაქცინაციის შემოღება მოგვიწევს“ - ამირან გამყრელიძე