მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შეცდომაა, რომ „ომიკრონი“ სიკვდილიანობას და ჰოსპიტალიზაციას არ იწვევს“ - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი
1642757196
COVID-19

„სრული შეცდომაა, რომ „ომიკრონი“ სიკვდილიანობას და ჰოსპიტალიზაციას არ იწვევს“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. 

კულუმბეგოვის თქმით, „ომიკრონის“ გავრცელება თითქმის წითელას გავრცელების მაჩვენებლებს უახლოვდება.

„ომიკრონის“ გავრცელების უპრეცედენტო შესაძლებლობები, რომელიც თითქმის წითელას გავრცელების მაჩვენებლებს უახლოვდება, მთლიანად ჯამური რაოდენობით პაციენტებს თუ შევხედავთ, არ იწვევს ჰოსპიტალიზაციას და არ იწვევს ადამიანების სიკვდილს.

ეს არის სრული შეცდომა ძალიან არასწორი ინტერპრეტაცია იქიდან გამომდინარე, რომ ყველა რისკის ადამიანი, განსაკუთრებით ასაკობრივი რისკი, დიაბეტი, ჭარბი წონა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება, თირკმლის პათოლოგია, მიმდინარე ონკოლოგიური პათოლოგია, ეს ადამიანები რჩებიან მაღალი რისკის პაციენტებად.

რა არის გამოსავალი? - გამოსავალი აქედან არის პირბადის გამოყენება და ბუსტერული დოზის აუცილებლობა. 3 თვე თუ გავიდა აცრიდან აუცილებლად დაიმატეთ ბუსტერ დოზა, ეს არის თითქმის 90% გარანტია, რომ მძიმე დაავადება არ განვითარდეს“, - აცხადებს ბიძინა  კულუმბეგოვი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

ქართველმა ექიმმა კოვიდის საწინააღმდეგო საკვები დანამატი შექმნა

„პანდემიის გაქრობაზე საუბარი უნდა დაიწყოს“ - დავით გადელია

 „უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ბევრი ჩვენი თანამოქალაქე გახდება ავად“ - პაატა იმნაძე 

 COVID 19-მა შესაძლოა, დააჩქაროს ისეთი დაავადებების განვითარება, როგორიცაა ალცჰაიმერი ან პარკინსონი - ზაზა წერეთელი

⚫ „ომიკრონისთვის“ რეინფიცირება დამახასიათებელია, მოსალოდნელია გაორმაგებული ყოველდღიურ ინფიცირებულთა რიცხვი“ - ეპიდემიოლოგები

⚫ არ დალიოთ ანტიბიოტიკი ექიმისგან დაუკითხავად - ბიძინა კულუმბეგოვი