COVID-19

შსს-ს 11 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა
1597162022
დაკოპირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 11 თანამშრომელს, ბოლო დღეებში ჩატარებული კვლევებით, Covid-19 ლაბორატორიულად დაუდასტურდათ. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, 11 თანამშრომლიდან - 7 შემთხვევა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებში დაფიქსირდა, სამი შემთხვევა - მესტიის მუნიციპალიტეტში: მეხანძრე-მაშველს, დაცვის პოლიციელს და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს დაუდასტურდა, ხოლო მე-11 თბილისში დაცვის პოლიციის ინსპექტორს დაუდასტურდა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს შვიდივე თანამშრომელი დარიალის სასაზღვრო-გამტარ პუნქტზე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. ყველა მათგანი გადაყვანილია თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

შსს-ში აცხადებენ, რომ უწყების ყველა ამ თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

„ეპიდემიოლოგები მათ კონტაქტებს აქტიურად იკვლევენ. შემხებლობაში მყოფი 20-ზე მეტი თანამშრომელი უკვე გადაყვანილია საკარანტინო სივრცეში. აღნიშნულ თანამშრომელთა სამუშაო სივრცეებში ჩატარდა სადეზინფექციო
სამუშაოები, სპეციალური ხსნარებით დამუშავდა სამსახურებრივი ავტოტრანსპორტი. აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სამუშაო რეჟიმის დროს, მოქალაქეებთან ურთიერთობისას, მკაცრად იცავენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებსა და უსაფრთხოების პროტოკოლით განსაზღვრულ ნორმებს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან კოორდინირებით, კორონავირუსზე მიზნობრივი ტესტირება შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებს მუდმივ რეჟიმში უტარდებათ“, - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ცნობისთვის, საქართველოში კოვიდინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 11 აგვისტოს მდგომარეობით 1264-ს შეადგენს.
აქტივისტები საქალაქო სასამართლოსთან

საქალაქო სასამართლოსთან დაკავებულებს 2-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება...

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელთა ფიზიკური წინააღმდეგობის და ძალადობის ბრალდებით, 3 პირი 1966 წელს დაბადებული ე.ს. 1963 წელს დაბადებული ლ.ს. და 1972 წელს დაბადებული ს.გ. დააკავეს.
საქართველოს პარლამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული კანონპროექტები დაამტკიცა. 
1638361667
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 36.8% COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე უარს გვერდით მოვლენების გამო ამბობს.
1638359564
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, მეტი საშიშროებაა, რომ კორონავირუსის ახალი შტამი უფრო მეტად ახალგაზრდებში გავრცელდეს. 
1638352414
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ ხვალ, 2 დეკემბერს, დილის 11:00 საათზე, საქალაქო სასამართლოსთან აქცია დააანონსა.
1638352153
ფეისბუკმომხმარებელი შაკო ჩაჩანიძე Pia.ge

ხოჯევანიშვილის ლოგიკით, კომპეტენციის ფარგლებია, როდესაც მინისტრის მოად...

„ერთი ხოჯევანიშვილი მეორეზე ამბობს, ეს მეორე, ანუ ჩემი ძმა იყო შსს მინისტრის, ანუ გახარიას მოადგილე და ის საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შეხვდა დაზარალებულსო“, - ასე ეხმიანება ფეისბუკმომხმარებელი შაკო ჩაჩანიძე გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებას, რომ თავისი ძმა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობის დროს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შეხვდა ზაზა სარალიძეს. 
საქართველოში მცხოვრებ 14-17 წლის მოზარდთა 14% ჩამოყალიბებული ლუდომანია...
დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ახალ ინიციატივას ეხმაურება.
ბოლნისის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქმედმა შემადგენლობამ ბოლო სხდომა გამართა. სხდომაზე სხვადასხვა საკითხთან ერთად, დეპუტატებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი განიხილეს და დაამტკიცეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
მიშამ არც მეგობრები დაივიწყა, დავით ბაქრაძის, ლევან ვარშალომიძის და რა...
„2 დეკემბერს სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მორიგი სხდომა გაიმართება, რომელიც დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას შეეხება. აღნიშნულ საქმეს საზოგადოება „პიჯაკების საქმის“ სახელით იცნობს, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივია, სინამდვილეში ბუნებაში პიჯაკების საქმე არ არსებობს, ეს არის განსაკუთრებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა, რომელიც კორუფციულ ნიშნებს შეიცავს!“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.