COVID-19

„სიკვდილზე გამარჯვების გზა ვაქცინაციაზე გადის“ - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი
1629544736
დაკოპირებულია

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სატელევიზიო ეთერში აცხადებს, რომ არსებული სიტუაციიდან გამოსავალი ვაქცინაციაა.

„შევეგუეთ 70-74 ადამიანის გარდაცვალებას ყოველდღე. ძალიან სამწუხარო სანახავია, როდესაც ადამიანებს გადარჩენის შესაძლებლობა აქვთ და ერი და ბერი, ყველა არ მოვუწოდებთ ვაქცინაციისკენ. არ ვართ დარაზმული იქითკენ, რომ ვაქცინაციისკენ მოუწოდოთ მოსახლეობას. სხვა გამოსავალი ფაქტობრივად არ არის.

სიკვდილიანობის მაჩვენებელი ვაქცინირებულ ადამიანებში 20-30 ჯერ მცირდება. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დასანანი, რომ გარდაცვლილი ადამიანების 100% საშუალოდ ყოველდღიურად ეს არის აუცრელი ადამიანები.

ერთადერთი დაცვის ყველაზე ქმედითი საშუალება, - რაც შეიძლება ნაკლები სოციალური კონტაქტი, პირბადე და დისტანცია. საკუთარი სიცოცხლის გადარჩენაზე მაინც ვიფიქროთ, რამემ მაინც იმოქმედოს ჩვენზე და გავიკეთოთ ვაქცინა“, - აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ცა და დედამიწაა განსხვავება აუცრელ და აცრილ ადამიანებს შორის“

👉 „ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება ნაადრევია“

👉 „ყველა პარამეტრი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის კრიტიკულია“

👉 „ომია ქვეყანაში, ომში ვართ ამ ვირუსთან“