COVID-19

სინგაპურში ვაქცინირებული ადამიანები ბოლოდროინდელი კოვიდინფიცირებულების ¾-ს შეადგენენ

კორონავირუსი, პანდემია, კოვიდ 19 Pia.ge
1627060689
დაკოპირებულია

მთავრობის მონაცემების თანახმად, სინგაპურში, ბოლო 4 კვირის განმავლობაში კოვიდინფიცირებულების ¾-ს ვაქცინირებული ადამიანები შეადგენენ. ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპის ზრდის შედეგად აუცრელი სულ უფრო ნაკლები ადამიანი რჩება. ამის შესახებ ინფორმაციას msn.com როიტერსზე დაყრდნობით ავრცელებს.

სინგაპურში 5,7 მილიონი ადამიანიდან 75% უკვე ვაქცინირებულია. ქვეყანა ვაქცინაციის რაოდენობით გაერთიანებული არაბთა საამიროების შემდეგ მეორე ადგილზეა. მოსახლეობის ნახევარი სრულად ვაქცინირებულია.

სინგაპურში გასული 28 დღის განმავლობაში კორონავირუსის 1096 ახალი შემთხვევა დარეგისტრირდა, რომელთაგან 482 ადამიანი (44%) სრულად ვაქცინირებული იყო, მათი 30% - ერთი დოზით ვაქცინირებული, ხოლო დანარჩენი 25% - აუცრელი იყო.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სინგაპურში კოვიდინფიცირების 7 მძიმე შემთხვევა დაფიქსირდა. 6 მათგანი ვაქცინირებული არ იყო, ხოლო 1 კოვიდპაციენტი აცრილი მხოლოდ ერთი დოზით იყო.

„მუდმივად არის იმის მტკიცებულება, რომ ვაქცინაცია ხელს უწყობს სერიოზული გართულებების თავიდან აცილებას კოვიდინფიცირების დროს. სრულად თუ ნაწილობრივ ვაქცინირებულ პაციენტებში არანაირი, თუნდაც მსუბუქი სიმპტომი არ დაფიქსირებულა“, - აცხადებენ სინგაპურის ჯანდაცვის სამინისტროში.

ექსპერტები ამბობენ, ვაქცინირებული ადამიანების მიერ დაფიქსირებული ინფექციები არ ნიშნავს, რომ ვაქცინები არაეფექტიანია.

„იმის გათვალისწინებით, რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება ვაქცინირებული სინგაპურში, დავინახავთ, რომ აცრილ ადამიანებში შესაძლოა, ინფექციების რიცხვი გაიზარდოს. მნიშვნელოვანია მათი პროცენტული შედარება აუცრელ ადამიანებთან. დავუშვათ, რომ სინგაპურის მოსახლეობის 100% აიცრა. ამ შემთხვევაში ყველა ინფექცია წამოვა აცრილი ადამიანებისგან და არა აუცრელებისგან“, - ამბობს სინგაპურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი რეო იიკ ინი.

მონაცემებმა, ასევე, აჩვენა, რომ ბოლო 14 დღის განმავლობაში 61 წელზე მეტი ასაკის ვაქცინირებულ ადამიანებში ინფექციები დაახლოებით 88%-ში დაფიქსირდა, რაც უფრო მაღალია, ვიდრე ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფში.

ჯანდაცვის სკოლის პროფესორი ლინდა ვანი ამბობს, რომ ხანში შესულ ადამიანებს ვაქცინაციაზე შედარებით დაბალი იმუნიტეტი აქვთ.

ისრაელში, სადაც ვაქცინაციის მაღალი ტემპი შეინიშნება, 46 პაციენტის დაახლოებით ნახევარი, რომლებსაც კორონავირუსის მძიმე მდგომარეობის გამო ჰოსპიტალიზება დასჭირდათ, ვაქცინირებული იყო და მათი უმეტესობა რისკჯგუფს მიეკუთვნებოდა.

საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება იმის დადგენას, იცავს თუ არა არსებული ვაქცინები ადამიანებს კორონავირუსის უფრო რთული, დელტა შტამისგან, რომელიც სინგაპურში ბოლო თვეში ძალიან გავრცელდა.

სინგაპურში გამოიყენება ვაქცინები ფაიზერი/ბიოტექი და მოდერნა.

21 ივლისს სინგაპურში კორონავირუსის 162 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც მიმდინარე თვის დასაწყისიდან 11 თვის მაქსიმალური მაჩვენებელია.

შემთხვევების ზრდამ აიძულა ხელისუფლება გამკაცრდეს შეზღუდვები სოციალურ შეკრებებზე. ხელისუფლება ცდილობს, ვაქცინაციის მაჩვენებელი გაზარდოს, განსაკუთრებით ხანდაზმულებში.

ქვეყნის მასშტაბით საწოლფონდის მობილიზება მოხდება

„ომიკრონი“ შესაძლოა, აცრილებშიც გავრცელდეს“ - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ „იმედის“ ეთერში კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ ისაუბრა. 
1638696096
თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.
1638686545
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებულ სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, დაბა თიანეთში, ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
1638700160
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამერიკული კომპანიების „Silk Road Wines” და „Emerald Vines Media” წარმომადგენლებს შეხვდა.
1638694516
6 დეკემბერს,  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონში, 17 შინდისელი გმირის ქუჩა N8-თან, წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. 
1638688649
თბილისის ისტორიული უბანი

1 389 თბილისი, 776 იმერეთი - კოვიდინფიცირების გავრცელების არეალი საქარ...

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 37 714 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 3 410 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 732 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.04%.   
1638688354
თბილისში 15 წლის მოზარდი მოკლეს
თბილისში, სან-ზონაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 15 წლის მოზარდი მოკლეს. ინფორმაციას „ფორმულა“ ავრცელებს. 
„როგორ შეიძლება მოსამართლემ კანონიერი გადაწყვეტილება ინანოს“ - ბადრი კ...
„არა, როგორ შეიძლება მოსამართლემ ინანოს კანონიერი გადაწყვეტილება, არცერთ შემთხვევაში“, - ასე პასუხობს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი ტელეკომპანია „პირველის“ კითხვას, ნანობს თუ არა თავის გადაწყვეტილებას გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით.
კახა კალაძე: საახალწლო ბიუჯეტი, რასაკვირველია, დამოკიდებულია ღონისძიებ...
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საახალწლო ბიუჯეტი დედაქალაქში დაგეგმილი სადღესასწაულო ღონისძიების მასშტაბით განისაზღვრება.