მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ავტორიზაციის საკითხს ჯანმო მომდევნო კვირის ბოლოს გადაწყვეტს

სინოფარმი
1619798738
COVID-19

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თანაშემწე, მარიანჯელა სიმაო აცხადებს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფი „სინოფარმისა“ და „მოდერნას“ შესახებ მსჯელობს, მისივე თქმით, მომდევნო კვირაში ჯგუფი კიდევ ერთ ვაქცინას, „სინოვაკს“ შეაფასებს.

მარიანჯელა სიმაომ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დასახელებული ვაქცინების საბოლოო შეფასების შედეგი მომავალი კვირის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.

„სინოფარმით“ აცრაზე რეგისტრაცია საქართველოში 27 აპრილს დაიწყო.

„სინოვაკის“ 100 000 დოზა კი ქვეყანაში გუშინ ჩამოვიდა.

ამავე თემაზე:

💉თამარ გაბუნია: „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყება, როგორც დაანონსებული იყო, ოთხი მაისიდან