მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სინოფარმს“ ნაკლები გართულება აქვს და არის ძალიან ეფექტური“ - ოთარ ჩოკოშვილი

ექიმი, ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი
1620132021
COVID-19

ეპიდემიოლოგის ოთარ ჩოკოშვილის თქმით, კორონავირუსის“ საწინააღმდეგო ჩინურ ვაქცინა „სინოფარმს“ მინიმალური გართულებები აქვს და სწორედ ამიტომ, შედარებით მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება საჭირო არ იქნება.

ექიმის თქმით, ადამიანებს მეტი გამბედაობა ექნებათ და ნაკლები მოლოდინი, რომ გართულებები ექნებათ.

ამასთან, ჩოკოშვილის თქმით, საქართველოში უკვე არის კოვიდპანდემიის მესამე ტალღა და სიტუაციაც საყურადღებოა.

„მიმდინარე პერიოდში შემთხვევების მატება ყოველდღიურია. ქვეყანა იმყოფება მესამე ტალღაში და შემთხვევები ისედაც იმატებს, რაც შეეხება გავლენებს შეკრებების დროს, ეს რისკს ზრდის. ამის ზუსტი შეფასება იქნება 2 კვირის შემდეგ.

ამჟამად საკმაოდ სერიოზული მდგომარეობა გვაქვს, ინფექციის გავრცელება საკმაოდ მაღალია, საყურადღებო პერიოდია და ნებისმიერ ჩვენგანს მართებს, რომ ინფექციის გავრცელებას შევეწინააღმდეგოთ.

ჩინური ვაქცინა არის ძალიან ეფექტური, როგორც არსებული კვლევები აღნიშნავს. სიტყვა ტრადიციული ზუსტად გულისხმობს იმას, რომ ტრადიციული მეთოდით მზადდება გრიპის ვაქცინა და კიდევ სხვა ვაქცინები. ასეთი ტიპით დამზადებულ ვაქცინებს გვერდითი ეფექტები ძალიან მინიმალური აქვს, სწორედ ამიტომ რამდენიმე პოზიტივი შეგვიძლია აღვნიშნოთ.

ნაკლები გართულებები აქვს, ადამიანებს მეტი გამბედაობა ექნებათ და ნაკლები მოლოდინი, რომ გართულებები ექნებათ. შედარებით მაღალი დონის სამედიცინო დონის მომსახურება აღარ იქნება საჭირო და უფრო ფართომასშტაბიანი ვაქცინაციის ჩატარება ბევრ დაწესებულებაში იქნება შესაძლებელი.

სამედიცინო პერსონალის აქტივობა ამ შემთხვევაში მაღალია და „სინოფარმი“ მაღალი ნდობით სარგებლობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ველოდებით რეკომენდაციებს და დარწმუნებული ვარ, რომ დადებითი იქნება“, - აღნიშნა ჩოკოშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 313 742-ს შეადგენს.

დღეს საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყო.

✔️ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი 2020 წლის 11 მარტს პანდემიად გამოაცხადა.

✔️ კოვიდ 19-ის პირველი შემთხვევა ჩინეთის პროვინცია უხანში 2019 წლის დეკემბერში დადასტურდა.

✔️ რაც შეეხება გლობალურ სტატისტიკას, მსოფლიოში ვირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 154 მლნ-ს აჭარბებს.

✔️ „რაღაც დროის შემდეგ ყველა ქვეყანაში გაჩნდება და ამისგან „ბუას“ ნუ შევქმნით“ - გამყრელიძე ინდურ შტამზე

✔️ საქართველოში კორონავირუსით კიდევ 20 ადამიანი გარდაიცვალა