მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სინოვაკის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა საქართველოშია

სინოვაკი საქართველოსია
1619721270
COVID-19

„სინოვაკის“ ვაქცინების 100 ათასი დოზა საქართველომ უკვე მიიღო.

ვაქცინებით დატვირთული „ვიზეარის“ თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაფრინდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში „სინოვაკის“ ვაქცინის ჩამოტანას გამოეხმაურა და ჩინეთის ხელისუფლებას გაღებული საჩუქრისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩინეთის ნაჩუქარი „სინოვაკის“ ვაქცინა საქართველოშია. უდიდესი მადლობა ჩინეთს დონაციისთვის და უნგრეთს მისი წვლილისთვის, რომელმაც უზრუნველყო ვაქცინების უსაფრთხო ტრანსპორტირება. ქვეყნებს შორის სრულყოფილი თანამშრომლობის კიდევ ერთი შესანიშნავი მაგალითი გამანადგურებელი კოვიდ 19-ის მტრის წინააღმდეგ,“ – წერს დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში.

ინფორმაციისთვის, 6 მაისს ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 ათასზე მეტ დოზას ელოდებიან.

იხილეთ აგრეთვე:

✔️ჯანმომ „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინების განხილვის თარიღი დაასახელა

✔️თენგიზ ცერცვაძე: ყველაზე ბოლოს ალბათ კომენდანტის საათი მოიხსნება

✔️ზურაბ გურული: ვაქცინები მუშაობს! ფაქტი სახეზეა

✔️თამარ გაბუნია: „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყება, როგორც დაანონსებული იყო, ოთხი მაისიდან