მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სინოვაკით“ და „სინოფარმით“ აცრილმა 60 წლიდან ზემოთ ასაკის პირებმა მესამე დოზა უნდა მიიღონ - WHO

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
1633966253
COVID-19

„სინოვაკით“ და „სინოფარმით“ აცრილმა 60 წლის და უფროსი ასაკის პირებმა ვაქცინის მესამე დოზა უნდა მიიღონ“, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საექსპერტო კომიტეტმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი დოზის მიცემას ზომიერად ან მძიმედ დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებისათვის რეკომენდაცია გაუწია.

„რეკომენდაცია, რომელსაც ჩვენ ახლა გავცემთ არის ის, რომ იმუნოკომპრომისულ ადამიანებს ვაქცინის დამატებითი დოზა უნდა მიეცეს, რათა თავიდან აიცილონ დაავადების მძიმე ფორმები, მესამე დოზა ხელს შეუშლის დაავადების მძიმე ფორმების განვითარებას, ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილს“, - აცხადებს ბრიენი, ჯანმოს იმუნიზაციის დეპარტამენტის დირექტორი.

ორგანიზაციის თქმით, ადამიანებმა ვაქცინის დამატებითი დოზა მეორე დოზიდან სამ თვეში უნდა მიიღონ.

იხილეთ აგრეთვე:

✅ ფაიზერის მესამე დოზა დელტა შტამისგან დაცვას მნიშვნელოვნად ზრდის

✅ 5-11 წლის ბავშვებისთვის „ფაიზერით“ ვაქცინაცია უსაფრთხოა - კვლევა

აშშ-მა „ფაიზერის“ ვაქცინის მესამე დოზა 65 წლიდან ასაკისა და მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პირებისთვის დაამტკიცა