COVID-19

„სკოლების გახსნილ მდგომარეობაში შენარჩუნების მთავარი წინაპირობა ვაქცინაციაა“ - თამარ გაბუნია 

თამარ გაბუნია
1634300980
დაკოპირებულია

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს თუ რა შემთხვევაში მოუწევთ სკოლებს დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა.

გაბუნიას თქმით, იმისათვის, რომ სკოლებში დასწრებითი სწავლება მიმდინარეობდეს, მნიშვნელოვანია ყველა თანამშრომლის თანაბრად ვაქცინაცია.

გაბუნია ამბობს, რომ სკოლებში ვაქცინაციის მაჩვენებელი კარგად მიმდინარეობს.

„ჩვენთვის დღეს მთავარია მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სასწავლო პროცესის განხორციელება აკადემიურ გარემოში. ამიტომ მნიშვნელოვანია დავუბრუნდეთ და შევინარჩუნოთ სკოლები გახსნილ მდგომარეობაში. ასევე მნიშვნელოვანია შიდა ღონისძიებები სკოლებმა დაიცვან. მათ ამის გამოცდილება აქვთ და გამოვიყენოთ ლოკალური ღონისძიებები.

ჯერჯერობით ამის მართვა ხერხდება, მაგრამ მთავარი წინაპირობა იმისთვის რომ შევინარჩუნოთ სკოლები გახსნილ მდგომარეობაში, რა თქმა უნდა ისევ და ისევ იქნება ვაქცინაციის უზრუნველყოფა ყველა თანამშრომლისთვის, რომელიც აკადემიურ გარემოში. სკოლებში ვაქცინაციის ცუდი მაჩვენებელი ნამდვილად არ არის, პედაგოგების და სხვა პერსონალის აცრა თანაბრად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გაბუნიამ „რუსთავი 2“ -ის ეთერში.

ინფორმაციისთვის, საქართველოში 108 სკოლა კორონავირუსის შემთხვევების გამო დისტანციური სწავლების რეჟიმზეა გადასული.

სკოლებსა და სააღმზრდელო დაწესებულებებში სწავლების პროცესი დასწრებით რეჟიმში 4 ოქტომბერს განახლდა.

👉 გაართულებს თუ არა რეგულაციების მოხსნა ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას? - ეპიდემიოლოგების განმარტება

👉 ვაქცინაციის დაბალმა ტემპმა, „ყბადაღებული“ მეხუთე ტალღის დაწყებაც კი შეიძლება გამოიწვიოს - თენგიზ ცერცვაძე

👉 „რამდენიმე დღეა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუარესებულია“ - ინფექციონისტი

👉 ორი ვირუსი ერთდროულად სიკვდილის რისკს აორმაგებს - ჯენი ჰარისი

👉 „შესაძლებელია, ეს მეხუთე ტალღის დასაწყისი იყოს“ - თენგიზ ცერცვაძე ეპიდვითარებაზე