COVID-19

„სკოლის პერსონალის და ოჯახის წევრების ვაქცინაცია, ეს არის ერთი ჯაჭვის ორი რგოლი“ - ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი
1642435758
დაკოპირებულია

„სასწავლო პროცესის განახლება უსაფრთხო გარემოში და ვაქცინაცია - არის ერთი ჯაჭვის ორი რგოლი, რომელიც განაპირობებს სწავლის განახლებას მინიმალური რისკების ქვეშ“, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით, ბავშვების ინფიცირების მეორე წყარო არის საყოფაცხოვრებო კონტაქტი.

„აუცილებლად მიგვაჩნია, რომ სასწავლო პროცესი განახლდეს და მიგვაჩნია, რომ სკოლაც მზად უნდა დახვდეს ბავშვებს. მზაობაში ჩვენ ვგულისხმობთ - პედაგოგების, სასწავლო პერსონალის, ადმინისტრაციული პერსონალის, ტექნიკური პერსონალის ვაქცინაციას. როდესაც ვსაუბრობთ სკოლის მხარეზე, მეორე მხარეც უნდა გავითვალისწინოთ, არის თუ არა ოჯახი მზად იმისათვის, რომ სახლში შექმნას უსაფრთხო გარემო. პირველ რიგში, ჩვენ ვგულისხმობთ ოჯახის წევრების ვაქცინაციას, ვინაიდან ინფიცირების მეორე წყარო, ეს არის საყოფაცხოვრებო კონტაქტი. ეს არის ერთი ჯაჭვის ორი რგოლი, რომელიც განაპირობებს სწავლის განახლებას მინიმალური რისკების ქვეშ“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵კლინიკური სიმპტომები, რომლებიც დელტასგან განსხვავებით ნაკლებად გვხვდება „ომიკრონის“ დროს

🔵 „ტესტებს თავი დაანებეთ, თუ გაქვთ სიმპტომები, იყავით იზოლაციაში“ - გიორგი ღოღობერიძე „ომიკრონზე“

🔵 „ომიკრონისთვის“ წინააღმდეგობას ადრე გადატანილი ინფექცია არ წარმოადგენს“ - ივანე ჩხაიძე

🔵 რატომ არ ღირს დაგემართოს „ომიკრონი“ - კულუმბეგოვის განმარტება

🔵 „ომიკრონით“ ინფიცირებისას მძიმე დაავადების განვითარების შანსი საგრძნობლად დაქვეითდა“ - ნანა გეგეჭკორი

🔵 „10% არის ისეთი ინფიცირებული, რომელთაც განმეორებითი პისიარის ტესტირების მიუხედავად ვერ დავუდგენთ ინფექციას“ - გიორგი კამკამიძე