მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთში კორონავირუსის ვაქცინას იანვრის ბოლოდან ელოდებიან

ვაქცინაცია სომხეთში
1610437940
COVID-19

„სომხეთში საწყის ეტაპზე გეგმავენ მოსახლეობის 10%-ის კორონავირუსის  წინააღმდეგ ვაქცინაციას.  ვაქცინა პირველ რიგში ხელმისაწვდომი იქნება რისკ ჯგუფებისთვის.“- ამის შესახებ ჟურნალისტებს სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გაიანე საჰაკიანმა განუცხადა. ინფორმაციას news.am ავრცელებს.

მისივე თქმით, COVAX–ის პლატფორმასთან არსებობს შეთანხმება, რომლის თანახმად უახლოეს მომავალში რისკ ჯგუფებისთვის ვაქცინის იმპორტი განხორციელდება.

სავარაუდოდ, სომხეთში ვაქცინის ნაწილი იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში იქნება.

ადგილოვრივი ექსპერტების თქმით, ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები რუსული "Sputnik-V", Pfizer / BioNTech, Moderna და Astrazeneca– ს ვაქცინებზე, რადგან კვლევაში მხოლოდ ამ ოთხის ეფექტურობა და უსაფრთხოებაა დადასტურებული.

ინფორმაციისთვის სომხეთში კორონავირუსის 162 643 შემთხვევაა დაფიქსირდა და 2 941 ადამიანი გარდაიცვალა.