მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სრულფასოვნად ვაქცინირებულებში გადადების რისკი 3-ჯერ მცირდება“ - ალექსანდრე გოგინავა

„ცა და დედამიწაა განსხვავება აუცრელ და აცრილ ადამიანებს შორის“
1642506217
COVID-19

„დაახლოებით 3-ჯერ მცირდება იმ ადამიანებში გადადების რისკები, ვინც არიან სრულფასოვნად ვაქცინირებულები“, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა. 

მისი თქმით, ვაქცინა 80%-ით ამცირებს მძიმე მიმდინარეობის და ჰოსპიტალიზაციის რისკებს.

„ამ ეტაპზე არსებული კვლევების მიხედვით სრულფასოვანი ვაქცინაცია, ვგულისხმობ „ბუსტერის“ ჩათვლით გვიცავს „ომიკრონის“ და სხვა შტამების მძიმე მიმდინარეობისგან. „ომიკრონის“ შემთხვევაში ეს არის დაახლოებით 80%, ანუ 80%-ით ამცირებს მძიმე მიმდინარეობის და ჰოსპიტალიზაციის რისკებს, შესაბამისად ნაკლები მძიმე პაციენტები გვეყოლება და ჰოსპიტალი იქნება ნაკლებად გადავსებული.

დაახლოებით 3-ჯერ მცირდება იმ ადამიანებში გადადების რისკები, ვინც არიან სრულფასოვნად ვაქცინირებულები სხვა პოპულაციისგან განსხვავებით“, - აცხადებს ალექსანდრე გოგინავა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵 როდის უნდა მიიღოს კოვიდინფიცირებულმა ანტიბიოტიკი? - ბუწაშვილის განმარტება

🔵 „მსუბუქმა რესპირატორულმა SARS-CoV-2 ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს მრავალგვარი უჯრედული დისრეგულაცია და მიელინის დაკარგვა თავის ტვინში“ - ზაზა წერეთელი

🔵 „მალე ჩვეულ ცხოვრებას განვაახლებთ“ - „ფაიზერის“ დირექტორი

🔵 „ფაიზერის“ ვაქცინის მეოთხე დოზა „ომიკრონის“ ვარიანტისგან არასაკმარის დაცვას უზრუნველყოფს - კვლევა

🔵 „კორონავირუსის გავრცელების მიმდინარე ტალღა იქნება ბოლო ამდენი შეზღუდვით“ - ალბერტ ბურლა

🔵 „გარანტია, რომ „ომიკრონი“ მსუბუქია არ არსებობს, ის ჯერ კიდევ სასიკვდილო დაავადებაა“ - ერიკ ტოპოლი