მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირებზე ბუსტერ დოზის გაკეთებას განვიხილავთ“ - თამარ გაბუნია  

„პირბადის გამოყენების მნიშვნელობა უცვლელი რჩება“
1632134973
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირები, შესაძლოა პირველები იყვნენ, რომლებსაც კოვიდვაქცინის ბუსტერ დოზას გაუკეთებენ.

თამარ გაბუნიას თქმით, სხვა ჯგუფებთან დაკავშირებით ყველაფერი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაზე იქნება დამოკიდებული.

„ბუსტერ დოზებთან დაკავშირებით ექსპერტების მხრიდან არის ტექნიკური გადაწყვეტილება თუ რამდენად არის ბუსტერ დოზა აუცილებელი იმისთვის, რომ იმუნიტეტი იყოს მყარი ვაქცინაციის შემდეგ. ამასთან დაკავშირებით გარკვეული მხარდამჭერი მეცნიერული მტკიცებულებები არსებობს და დაახლოებით 6-8 თვე არის რეკომენდებული მესამე დოზისთვის.

უფრო ხშირად საუბარია სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირებზე და ეს იქნება ჩვენთვისაც პირველი ჯგუფი ვისთან დაკავშირებითაც ვისაუბრებთ ბუსტერ დოზაზე. სხვა დანარჩენთან დაკავშირებით ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებზე, რომლებიც ჯერჯერობით მკაფიო და ცალსახა ბუსტერ დოზის მხარდაჭერასთან დაკავშირებით არ არის.

ამავე თემაზე:

🔴 „ვაქცინაციის ტემპი შემცირებულია, რაც ძალიან საგანგაშოა“ - თამარ გაბუნია

🔴 ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 7 720 ადამიანი აიცრა

🔴 662 ინფიცირება, 3534 გამოჯანმრთელება, 34 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში