
კორონავირუსთან ბრძოლაში იტალიის მხარდასაჭერად, თბილისის ანძა და დედაქალაქის საკრებულოს შენობა იტალიის დროშის ფერებში განათდა - ამის შესახებ PIA-GE-ს თბილისის მერიიდან აცნობეს.
"საქართველო თქვენ გვერდით არის! ჩვენ გვჯერა იტალიის გამარჯვების! - ეს არის გზავნილი, რომელსაც ქართველი ხალხი მეგობარ იტალიას უგზავნის", - ნათქვამია დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იტალიაში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 602 ადამიანი გარდაიცვალა და 5 ათასამდე დაინფიცირდა.