COVID-19

„ომია ქვეყანაში, ომში ვართ ამ ვირუსთან“ - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი
1629317498
დაკოპირებულია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ სატელევიზიო ეთერში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე, დაწესებულ შეზღუდვებსა და ვაქცინაციის ტემპზე ისაუბრა.

„ნებისმიერი შეზღუდვა როდესაც წესდება, მყისიერ შედეგს არ იძლევა, მას დრო სჭირდება, რომ იმოქმედოს ეპიდსიტუაციის შემსუბუქების მიმართულებით. სამშაბათს ველოდებოდით ნახტომისებურ ზრდას, ასეთი ზრდა არ ყოფილა, პატარა პროცენტი არის ტემპის შემცირების, მაგრამ ეს შეიძლება იყოს გამოწვეული შეზღუდვების დაწესებით და ბუნებრივი პროცესის განვითარებით. ამ კვირაში არ უნდა გვქონდეს სერიოზული ზრდა.

პანდემიის მართვა, განსხვავებით შარშანდელისგან, სხვა პრინციპებს ეყრდნობა, ძლიერი ლოკდაუნები აღარ განიხილება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თმით, საქართველოშიც ბუსტერული დოზა საჭირო გახდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ვაქცინაციაზეც:

„ანტივაქსერები მარტო საქართველოში არ არიან. უფრო მეტი ვისაუბროთ უნდა იმაზე, რომ ვაქცინა ადამიანებს იცავს - დაავადების გამწვავებისგან, დამძიმებისგან, ჰოსპიტალიზაციისგან, რეანიმაციაში მოხვედრისგან და სიკვდილიანობისგან.

სერიოზული გამოცოცხლებაა აცრის მხრივ, განწყობები უკეთესობისკენ შეცვლილია. 700 000 აცრაც რომ გვქონდეს 3 თვის განმავლობაში, ეპიდემიას შევაჩერებთ და სერიოზულად შევაკავებთ ამ პროცესს.

სამედიცინო პერსონალი საშინლად გადაღლილია, ომია ქვეყანაში, ომში ვართ ამ ვირუსთან. ამის დამარცხების მთავარი გზა დღეს გადის - აცრებზე, პირბადის ტარებაზე, უარის თქმაზე ქორწილების, დიდი შეკრებების და მაშინ ჩვენ ვნახავთ, რომ ძალიან სწრაფად დავამარცხებთ ამ პანდემიას. სლოგანი ვისწავლოთ, თანაცხოვრება კოვიდთან ერთად ძალაშია“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ვირუსის ძლიერი აფეთქება მოდის, პიკამდე არ მივსულვართ“

👉 „თუ გვინდა გადავრჩეთ, დელტა ვარიანტის მეორე ტალღისთვის უნდა მოვემზადოთ“

👉 „ცუდად არის საქმე, დღედაღამ უნდა ილოცო, სამედიცინო დაწესებულებაში არ მოხვდე“

👉 „უბედურ დღეში ვართ, რა ექეიფება და რა ეტაშფანდურება ამ ხალხს“