
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მქონე პაციენტებს კიდევ 4 სახელმწიფო კლინიკა მიიღებს.
"პრემიერთან შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტიელბა, რომ პირველი რიგის მიმღები იქნება ხუთი კლინიკა. პირველი ეს არის ინფქციური საავადმყოფო, მეორე- საუნივერსიტეტო კლინიკა, 140 საწოლით, მესამე-რესპუბლიკური საავადმყოფო. ის მთლიანად გამოთავისუფლდება და გახდება ავადმყოფების მიმღები. მეოთხე იქნება გორის ჰოსპიტალი. პლიუს, ბოჭორიშვილის კლინიკაში მზად იქნება 11 საწოლი",-აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.
მისი თქმით, ინფექციურის გარდა, 4 კლინიკა 420 საწოლით უკვე ხვალიდან მზად იქნება პაციენტების მისაღებად.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა. კარანტინში 418 ადამიანი იმყოფება, ხოლო ექიმების დაკვირვების ქვეშ 58 მოქალაქე რჩება.