მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თენგიზ ცერცვაძე: რეგულაციები და მათ შესრულებაზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს

მთავარი ინფექციონისტი
1610559635
COVID-19

„როცა მოიხსნება შეზღუდვები, ამას ქვეყანა დიდხანს ვერ გაუძლებს. იდეალური იქნებოდა, არ მოგვეხსნა შეზღუდვები, მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია. შეზღუდვების მოხსნის პარალელურად, რეგულაციები და მათ შესრულებაზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს. დღეს არ არის საკმარისად მკაცრი, შემდეგში უნდა იყოს ძალიან მკაცრი. ეს არის გზა, რომ ჩვენ მესამე ტალღა თავიდან ავიცილოთ ან შევამციროთ“, – ამის შესახებ საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლის კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მესამე ტალღის დაწყებამდე ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა მინიმუმამდე უნდა შემცირდეს.

„არის ვარაუდები, რომ მესამე ტალღა დაიწყება სადღაც თებერვლიდან. ჩვენ გვინდა, პირიქით, თებერვლამდე ეს მეორე ტალღა მინიმუმამდე დავიყვანოთ. უკვე მოხერხდა სტაბილიზაცია, 4-5 ათასი შემთხვევა იყო, ახლა არის ათასიდან ორიათასამდე. იმიტომაც გაგრძელდა ეს „ლოქდაუნი“. შემთხვევები უნდა დავიყვანოთ მინიმუმამდე, რადგან მესამე ტალღას ჰქონდეს რაც შეიძლება დაბალი საწყისი რაოდენობა, რაც შეიძლება ცოტა შემთხვევა, რომ მატება ბევრი არ იყოს. 500-დან მატება სხვა არის, ხუთი ათასიდან – სხვა“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

👉 ინფორმაციისთვის, ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლების განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღა შესაძლოა თებერვლის ბოლოდან დაიწყოს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ქვეყანაში ინფექციის მკვეთრი ზრდა არ არის“ - ტიკარაძე

„კოვაქს“ პლატფორმა მზად არის მოგვაწოდოს ვაქცინა სამედიცინო პერსონალისთვის“ - ჯანდაცვის მინისტრი

„მესამე ტალღა შესაძლებელია თებერვლის ბოლოდან დაიწყოს“ - პაატა იმნაძე