მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თეორიულად შესაძლებელია, 2 შტამი ერთდროულად დაემართოს ადამიანს“ - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი
1642234869
COVID-19

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „იმედის“ ეთერში, კორონავირუსის ახალი ვარიანტის „ომიკრონის“ შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, გრიპზე მეტი მსუბუქი „ომიკრონი“ არ გამხდარა და არ ვიცით რას დაატრიალებს ეს ვირუსი საბოლოოდ.

„ჩვენ ბევრ რესპირაციულ ვირუსებს ვიცნობთ, რომლებიც ჩვენთან ერთად ცხოვრობენ. „ომიკრონის“ შესახებ მწირი ინფორმაცია გვაქვს და არ ვიცით რას დაატრიალებს ეს ვირუსი საბოლოოდ. ის არის სწრაფად გადამდები, მაგრამ ამავე დროს მას შემცირებული აქვს მძიმე დაავადების მიმდინარეობის და სიკვდილიანობის მაჩვენებელი. გრიპზე მეტი მსუბუქი „ომიკრონი“ არ გამხდარა. „ომიკრონის“ დროს გადაიტვირთება ჰოსპიტალური სექტორი.

„ომიკრონით“ ინფიცირებული ადამიანების 5%-ს დასჭირდება მხოლოდ ჰოსპიტალიზაცია. შეიძლება ეს იყოს მსუბუქი, მაგრამ დროის მცირე მონაკვეთში ბევრი ადამიანის ავად გახდომა აბსოლუტურ ციფრებში მაინც ბევრს დააჭირვებს კლინიკაში მოხვედრას. 

50% არის რისკი გადატანილ ადამიანს დაემართოს „ომიკრონი“. „ომიკრონის“ გადატანის შემდეგ იმუნური სიმყარე დადასტურებული არ არის. თუ კლინიკური სიმპტომები გვაქვს და არ აჩვენებს ტესტი უნდა დავრჩეთ სახლში. არ აქვს მნიშვნელობა რომელი ვირუსი გვაქვს. თეორიულად, ასევე, შესაძლებელია 2 შტამი ერთდროულად დაემართოს ადამიანს. 

8 დღემდე მცირდება იზოლაციის პერიოდი, თუმცა 5 დღე საჭიროა პირბადის ტარება. ადამიანი, რომელიც იყო კონტაქტი, არის ორჯერადად აცრილი და 14 დღე არის გასული ვაქცინიდან - ეს ადამიანი თავისუფლდება იზოლაციიდან“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა. 

ალერგოლოგ-იმუნოლოგის თქმით, ქვეყანაში მოცირკულირე მთლიანი შემთხვევების ნახევარი, ახლა არის „ომიკრონი“.

„ჩვენ გვაქვს ოფიციალური მონაცემები, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის მესვეურები ავრცელებენ და ძირითადად, როგორც ისინი ამბობენ, თბილისში „ომიკრონის“ გავრცელება არის 60%, მთლიანი ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით 40-დან 50%-მდეა. უხეში დათვლებით, ქვეყანაში მოცირკულირე მთლიანი შემთხვევების ნახევარი ახლა არის „ომიკრონი“, თუმცა მისი გაორმაგება ძალიან სწრაფად ხდება. ამიტომ, ძალიან დიდი დრო არაა საჭირო იმისთვის, როდესაც ქვეყანაში ყველა შემთხვევა იქნება „ომიკრონი“ და ეს იქნება ალბათ, მაქსიმუმ 10-14 დღე, მეტი ამას არ დასჭირდება“, - აღნიშნავს ალერგოლოგ-იმუნოლოგი.

აგრეთვე წაიკითხეთ: 

🔵 ემართებათ თუ არა აცრილებს ომიკრონი აუცრელებზე ხშირად - ექსპერტების განმარტება

🔵 „თუ ინფიცირებულის კონტაქტი ხართ ან სიმპტომები გაქვთ, PCR და სწრაფი ტესტი უფასოდ გეკუთვნით“ - დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომელი

🔵 ომიკრონის სიმპტომები - როგორ ვლინდება კორონავირუსის ახალი ვარიანტი

🔵 „ომიკრონის“ დროს ბავშვებში გამოხატულია, გულისრევა და მუცლის ტკივილი“ - დავით რეხვიაშვილი

🔵 „10% არის ისეთი ინფიცირებული, რომელთაც განმეორებითი პისიარის ტესტირების მიუხედავად ვერ დავუდგენთ ინფექციას“ - გიორგი კამკამიძე