მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თქვენ ანტივაქსერებს ეხმარებით ფულის შოვნაში, როცა ალაიქებთ და იწერთ მათ გვერდებს“ - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი
1643372567
COVID-19

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ანტივაქსერების შესახებ წერს. 

მისი თქმით, ანტივაქსერები ცრუ ინფორმაციას ფულის შოვნის მიზნით ავრცელებენ.

„რატომ აკეთებენ ანტივაქსერები იმას, რასაც აკეთებენ? პასუხი მარტივია: ფული, ფული და კიდევ ფული. 

ისინი ამას უანგაროდ/უფასოდ არ აკეთებენ. ისინი ამას არ აკეთებენ იმიტომ, რომ „სიმართლე“ ადარდებთ და ვიღაცის „უფლებებს“ იცავენ ან აწუხებთ. ისინი ამას აკეთებენ, რომ შექმნან ყალბი კონტენტი (სტატიები/პოსტები), რომ გახდნენ „ცნობადები” „რეიტინგულები“, ფოლოვერებს აგროვებენ. ეს ყველაფერი აძლევთ მათ ფულს, ძალიან კარგ ფულს!!!!

ისინი წერენ სისულელეებს ყველანაირი მეცნიერული დასაბუთების გარეშე, თქვენ კი ამ სისულელეებს ალაიქებთ/ აზიარებთ/ კომენტარებს წერთ და ისინი ამაზე მილიონებს შოულობენ. თქვენ იცით, რომ ანტივაქსერების ჯგუფი, რომელიც აგენერირებს (ქმნის) ასეთ სისულელეებს, წელიწადში 2.5$ მილიონს შოულობს თქვენზე?! დიახ, თქვენ მათ ეხმარებით ფულის შოვნაში, როცა ალაიქებთ/ აზიარებთ/ აკომენტარებთ და ბონუსად იწერთ მათ გვერდებს!“, - წერს გიორგი ფხაკაძე 

აგრეთვე წაიკითხეთ:

„თქვენგან განსხვავებით, მე ლაიქები და რეიტინგები არ მაინტერესებს, ჩემი შეურაცხყოფა თქვენს ბიოგრაფიაზე დიდი ლაქაა“ - ფხაკაძე ღოღობერიძეს მიმართავს

„რა უნდა ელაპარაკო ადამიანს, რომელიც დღეში 7-ჯერ ცვლის რეკომენდაციებს და აქედან 90% მტკნარი ტყუილია“ - ღოღობერიძე ფხაკაძეზე

⚫ „კორონავირუსი არ არის გრიპი, გრიპის შემდეგ სპერმის ხარისხი არ ფუჭდება“ - გიორგი ფხაკაძე

კორონავირუსი გაცილებით დიდი რისკია გულისთვის, ვიდრე ვაქცინაცია - კვლევა

„ანტისხეულების დაბალი დონე უფრო ხშირია მათში, ვისაც ხანგრძლივი კოვიდი განუვითარდა“ - ზაზა წერეთელი

დელტა შტამი უფრო რთულია დასაძლევად ორგანიზმისთვის თუ „ომიკრონი“? - გიორგი ფხაკაძის განმარტება

„ეს წელი იქნება პანდემიის დასრულების წელი“ - თენგიზ ცერცვაძე