COVID-19

„ტოტალური ლოკდაუნის აუცილებლობა დღეს არ არის“ - თამარ გაბუნია

„პირბადის გამოყენების მნიშვნელობა უცვლელი რჩება“
1626855426
დაკოპირებულია

„ტოტალური ლოკდაუნის შესაძლებლობის აუცილებლობა დღეს არ არის“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„ჯერჯერობით შეზღუდვების გამკაცრებაზე საუბარი არ არის. ბოლო პერიოდში საკმაოდ დიდი აქცენტი კეთდებოდა შეზღუდვების წინააღმდეგ მოსახლეობის მხრიდან. სოციალური და ეკონომიკური ფონი არის საკმაოდ მძიმე, რაც ტოტალური ლოკდაუნის შესაძლებლობას ჩვენ ძნელად მოგვცემს და ამისი აუცილებლობა დღეს არც არის იქიდან გამომდინარე, რომ გვაქვს ვაქცინაციის შესაძლებლობა“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2 415 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 943 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 368 073-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 618 პირი ემსხვერპლა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „შეიძლება შევიდეთ უფრო მძიმე სიტუაციაში, ვიდრე ეს იყო შარშან“

👉 „გადავედით წითელ ზონაში, რაც განგაშის ერთ-ერთი მთავარი მოცემულობაა“

👉 როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ ბავშვს კორონავირუსის დამამძიმებელი სიმპტომი აქვს და აუცილებელია ექიმის მიმართვა