მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტრაგიკული აგვისტო - ყველაზე მძიმე კოვიდთვე საქართველოსთვის, რა ხდებოდა ჩვენს გარშემო?

აგვისტო
1630500489
COVID-19

აგვისტოს თვე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების გამო საქართველოსთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა. წელიწადის ყველაზე ცხელ თვეში საქართველოში კორონავირუსით 130 277 ადამიანი ინფიცირდა, ინფიცირებულთა 90% დელტა შტამმა მოიცვა.

აგვისტოს თვეში ყველაზე ტრაგიკული გარდაცვალების მაჩვენებელია - კორონავირუსით 1588 ადამიანი გარდაიცვალა. ამ ციფრების უკან კი მრავალი ოჯახის ტრაგედიაა. ამჟამად ქვეყანაში 48 698 ადამიანი ვირუსს კვლავ ებრძვის.

განსაკუთრებით მძიმე იყო აგვისტო ჯანდაცვის სექტორისთვისაც, საავადმყოფოებში პაციენტებისთვის ადგილი აღარ იყო და პირველად შეიქმნა საველე ჰოსპიტლების მოწყობის საჭიროება.

რამდენიმე თვის შემდეგ კი საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გარკვეული შეზღუდვები აღედგინა.

📌 აიკრძალა 13 სექტემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა

📌რესტორნების და გასართობი სივრცეების სამუშაო საათები 22:00 საათამდე განისაზღვრა

📌 გარე სივრცეში პირბადე ისევ სავალდებულო გახდა

რაც შეეხება საერთო სტატისტიკას, საქართველოში საერთო ჯამში ინფიცირებულ პირთა ჯამური რიცხვი 553 697-ია, აღნიშნული მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში - 49-ე ადგილზეა, ხოლო გარდაიცვალა - 7 482-ადამიანი, ამ მაჩვენებლით 59-ე პოზიციაზე ვართ.

აგვისტოს თვეში კორონავირუსის ინფიცირების მაჩვენებელმა მსოფლიოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი საკმაოდ დიდი ნაწილი მოიცვა.

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 218 მლნ-ს აჭარბებს.

ამავე მონაცემების თანახმად, მსოფლიოში კოვიდ 19-სგან გამოჯანმრთელებულ ადამიანთა რაოდენობა 195 მლნ-ს აღწევს.

რა ხდებოდა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში აგვისტოში?

👉რუსეთი - აგვისტოში ინფიცირების მაჩვენებელია - 653 092, კორონავირუსით 25 453 ადამიანი გარდაიცვალა

👉თურქეთი - აგვისტოში ინფიცირების მაჩვენებელია - 661 286, კორონავირუსით 5 065 ადამიანი გარდაიცვალა

👉აზერბაიჯანი - აგვისტოში ინფიცირების მაჩვენებელია - 81 042, კორონავირუსით 613 ადამიანი გარდაიცვალა

👉სომხეთი - აგვისტოსში ინფიცირების მაჩვენებელია - 12 025, კორონავირუსით 230 ადამიანი გარდაიცვალა

ამ ეტაპზე ვირუსის გავრცელების მხრივ COVID 19-ის ინფიცირებულთა სიაში ლიდერობს სამი ქვეყანა: აშშ, ინდოეთი და ბრაზილია

👉აშშ - აგვისტოში ინფიცირების მაჩვენებელია - 4 264 706, ხოლო რაც შეეხება კორონავირუსით გარდაცვლილებს - 37 168 ადამიანს შეადგენს

👉ინდოეთი - აგვისტოში ინფიცირების მაჩვენებელია - 2 400 315, ხოლო რაც შეეხება კორონავირუსით გარდაცვლილებს - 34 746 ადამიანს შეადგენს

👉ბრაზილია - აგვისტოში ინფიცირების მაჩვენებელია - 848 332, ხოლო რაც შეეხება კორონავირუსით გარდაცვლილებს - 24 088 ადამიანს შეადგენს

ინფორმაციისთვის, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირის ზრდასრულ მოქალაქეთა 70 პროცენტი სრულადაა ვაქცინირებული.

Covid 19 არის კორონავირუსის ახალი შტამი, რომლით ადამიანთა დაავადების პირველი შემთხვევა 2019 წელს ჩინეთში, ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) 2020 წლის 11 მარტს კორონავირუსი პანდემიად ოფიციალურად გამოაცხადა.

იხილეთ აგრეთვე:

📣რატომ გაათანაბრა დელტა შტამმა ყველა? და რომელ ტრიმესტრში უნდა აიცრას კოვიდვაქცინით ფეხმძიმე? (ვიდეო)

📣მიუ - კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელსაც ჯანმო იკვლევს

📣„არსებობს „გონივრული შანსი“, რომ „ფაიზერის“ ან „მოდერნას“ ვაქცინებმა 12 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაციისათვის ნებართვა მიიღონ“ - ენტონი ფაუჩი