COVID-19

„თრომბის განვითარების რისკი 200-ჯერ მეტია კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში, ვიდრე ვაქცინაციის შემდეგ“ - კვლევა

„თრომბის განვითარების რისკი 200-ჯერ მეტია კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში, ვიდრე ვაქცინაციის შემდეგ“
1630078467
დაკოპირებულია

კოვიდ 19-ის გადატანილებში თრომბი უფრო ხშირად დაფიქსირდა, ვიდრე „ფაიზერით“ და „ასტრა-ზენეკით“ ვაქცინირებულებში, - აღნიშნულ კვლევას British Medical Journal-ი ავრცელებს.

კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა 29 მილიონი ადამიანის სამედიცინო მონაცემები შეადარეს, რომლებმაც Pfizer-BioNtech-ის ან Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინების პირველი დოზა 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის აპრილის ჩათვლით მიიღეს.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ასტრაზენეკას ვაქცინაციის შემთხვევაში, მართლაც იყო გაზრდილი რისკი სისხლის შედედების, თუმცა ეს რისკი გაცილებით დაბალი იყო, ვიდრე კორონავირუსით ინფიცირებასთან დაკავშირებული რისკი.

ასევე, ვენური თრომბოზის (ფლებიტი) განვითარების რისკი თითქმის 200-ჯერ მეტია კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში (10 მილიონიდან 12 614 დამატებითი შემთხვევა), ვიდრე ასტრაზენეკით ვაქცინაციისას (66 დამატებითი შემთხვევა).

არცერთ ვაქცინას არტერიულ თრომბოზი არ გამოუწვევია. თუმცა 10 მილიონი ადამიანიდან 5,000 დამატებითი შემთხვევა დაფიქსირდა მათში, ვისაც ჰქონდა კოვიდი.

როგორც კვლევაშია ნათქვამი, ვირუსით დაავადებულებში უფრო მეტად არის მოსალოდნელი ინსულტი ვიდრე „ფაიზერით“ აცრილ პირებში.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉 ფაიზერის და ასტრაზენეკას ვაქცინების შერევა ანტისხეულების რაოდენობას ზრდის

👉 კვლევა: „ფაიზერის“ ვაქცინის შემთხვევაში 8-კვირიანი ინტერვალი ყველაზე ეფექტიანია

👉 „ფაიზერის“ ვაქცინა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს 75 წელს გადაცილებულ ადამიანებში არ ზრდის