COVID-19

„ცა და დედამიწაა განსხვავება აუცრელ და აცრილ ადამიანებს შორის“ - ალექსანდრე გოგინავა

„ცა და დედამიწაა განსხვავება აუცრელ და აცრილ ადამიანებს შორის“
1629381833
დაკოპირებულია

ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ სატელევიზიო ეთერში, აცრილ და აუცრელ ადამიანებში დაავადების მიმდინარეობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ჰოსპიტალური სექტორისთვის მნიშვნელოვანია ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია.

„გართულებული ეპიდსიტუაცია კლინიკურ სექტორზე, საავადმყოფოებზე და მედპერსონალზე აისახება, კლინიკები და საავადმყოფოები მაქსიმალური დატვირთვით მუშაობენ, მედპერსონალს საკმაოდ დამქანცველი მუშაობა უწევს, რაც მათ ჯანმრთელობასა და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც აისახება. ძალიან მნიშვნელოვანია ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია, რათა ჰოსპიტალურმა სექტორმა მეტ-ნაკლებად მშვიდ გარემოში გააგრძელოს მუშაობა.

ცა და დედამიწაა განსხვავება აუცრელ და აცრილ ადამიანებს შორის. აცრილ ადამიანებში დაავადება ძალიან მაღალ პროცენტში მსუბუქად ან საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს, ხოლო აუცრელ ადამიანებში, 10-ჯერ მაღალია დაავადების მძიმე მიმდინარეობა“, - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ყველა პარამეტრი, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის კრიტიკულია“

👉მითები და ფაქტები ვაქცინაციის შესახებ - ექსპერტები ცრუ მოსაზრებებს უარყოფენ

👉 „კლინიკაში თავისუფალი ადგილები აღარ არის“

👉 „ჟანგბადის მიწოდების პრობლემებია, მოვემზადოთ“

👉 „უბედურ დღეში ვართ, რა ექეიფება და რა ეტაშფანდურება ამ ხალხს“