COVID-19

ცერცვაძე: ვვარაუდობთ, რომ ჩვენთან კორონავირუსის ყველა შემთხვევა გაჯანმრთელებით დასრულდება

თბილისის ინფექციური კლინიკის დირექტორი, 2020
1584373760
დაკოპირებულია

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ინფექციურში მოთავსებულ 12 პაციენტს პნევმონია აქვს და მათგან ოთხის მდგომარეობა შედარებით რთულია.

"12 პაციენტს აქვს პნევმონია, ოთხს ვთვლით მძიმედ. ერთმა მათგანმა გაიარა სიმძიმის პიკი და წავიდა გამოჯანმრთელებისკენ. დანარჩენი სამი შედარებით მძიმეა, ვვარაუდობთ, რომ ყველა შემთხვევა ჩვენთან დასრულდება გაჯანმრთელებით და ჯერჯერობით სიკვდილის შემთხვევა არცერთი გვექნება. რაც შეეხება ბავშვებს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია",- აღნიშნა ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსი 33 პაციენტს დაუდგინდა.