COVID-19

ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსზე 18 პაციენტის ანალიზის პასუხი, უარყოფითია

თბილისის ინფექციური კლინიკის დირექტორი, 2020
1583600327
დაკოპირებულია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, კლინიკაში პაციენტების რეკორდული რაოდენობაა.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ინფექციურ საავადმყოფოში აჟამად 50 პაციენტს აკვირდებიან.

"დღეს ჩვენთან პაციენტების რეკორდული რაოდენობაა. ამჟამად 50 პაციენტია. მათგან 18-ის პასუხი უკვე მოვიდა. პასუხები უარყოფითია. ასე, რომ 18 პაციენტი უახლოეს პერიოდში დატოვებს კლინიკას. ისინი წავლენ ან თვითიზოლაციაში ან კარანტინში. ერთი პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მას აქვს სერიოზული პნევმონია და უტარდება მკურნალობა. ეს პაციენტი განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. იმედს ვიტოვებ, რომ მიუხედავად მძიმე შემთხვევისა, ის განიკურნება", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის მეცამე შემთხვევა დადასტურდა.