მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ციციშვილის კლინიკაში 3 ინფიცირებული ბავშვის მდგომარეობა მძიმეა

ბავშვი საავადმყოფოში
1642944051
COVID-19

„ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში არცერთი თავისუფალი ადგილი არ არის“, - ამის შესახებ ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ განაცხადა. 

ექიმის თქმით, 3 კოვიდინფიცირებული ბავშვი ხელოვნურ სუნთქვაზეა.

„რეანიმაცია სრულიად დაკავებულია. 25 პაციენტია რეანიმაციაში. 3 ბავშვია მართვით სუნთქვაზე და მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმედ რჩება. ერთი 11 წლისაა, ერთი - 5 წლის და ერთი ახალშობილია, 20 დღის. სხვა პაციენტები არიან რეანიმაციაში - ახალშობილები, სხვადასხვა ქრონიკული დაავადებებით: გულყრა, ნევროლოგიური პრობლემები და გულის მანკი, რის გამოც საჭიროებენ  მჭიდრო მონიტორინგს და რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას. სხვა პაციენტები მსუბუქი და საშუალო მიმდინარეობით ხასიათდებიან და აცრილი პაციენტი 12 წლის ასაკის ზემოთ არ გვყავს“, - აცხადებს მაია ჩხაიძე.