მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„წლის ბოლომდე მსოფლიოს მოსახლეობის 40%-ის აცრისთვის 8 მილიარდი დოლარია საჭირო“ - ანტონიო გუტერესი

გუტიერესი
1633628117
COVID-19

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერესმა განაცხადა, რომ 8 მილიარდ დოლარია საჭირო, რათა დახმარება გაეწიოს მსოფლიოს მოსახლეობის 40%-ს თანაბრად აცრისთვის წლის ბოლომდე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) შეიმუშავა გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს 2022 წლის შუა პერიოდისათვის მსოფლიოს 70% -ის ვაქცინაციას. ინფორმაციას reurets-ი ავრცელებს.

გუტერესმა რომში გამართულ სამიტზე 20 ქვეყნის წარმომადგენლობას მოუწოდა, გამოხატონ თავიანთი „სურვილი, რომ მსოფლიო იყოს ვაქცინირებული.“

„მსოფლიოს ნახევარზე მეტს ჯერ არ მიუღია COVID 19-ის ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა, არსებული მონაცემების თანახმად აფრიკელების 5%-ზე ნაკლებია სრულად აცრილი“, - განაცხადა გუტიერესმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა დასვა ასევე საკითხი, თუ რატომ ვერ შეძლეს ქვეყნებმა, რომ შეთანხმდნენ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში COVID 19-ის ვაქცინებზე ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დროებით მოხსნაზე.

„თუ ჩვენ არ შეგვიძლია გამოვიყენოთ იგი ამ უპრეცედენტო სიტუაციის დროს, როდის ვიყენებთ მას? მწარმოებლებმა და მთავრობებმა ნამდვილად უნდა დაუსვან საკუთარ თავს ეს კითხვა“, - დასძინა გებრეისუსმა.

იხილეთ აგრეთვე:

„სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ ვაქცინირებულებს მესამე დოზის გაკეთება სურვილის მიხედვით შეეძლებათ

კოვიდ თითები - ახალი გართულება კორონავირუსის შემდეგ - BBC

მეცნიერები კორონავირუსისა და გრიპის კომბინირებულ ვაქცინაზე მუშაობენ

რა გავლენას ახდენს კორონავირუსი ბავშვებსა და მოზარდებზე?