მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ცუდად არის საქმე, დღედაღამ უნდა ილოცო, სამედიცინო დაწესებულებაში არ მოხვდე“ - ზაზა წერეთელი

ნორვეგიის ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი
1629039413
COVID-19

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი, საქართველოში, დიღმის ოლიმპიური სოფლის ერთ-ერთ დარბაზში საველე ჰოსპიტლის მოწყობას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„გადადის ახალ კედლიდან კედელზე სურათები. დიღომში საველე ჰოსპიტალი იხსნება რომელიღაც სპორტულ დარბაზშიო. არ ვიცი რამდენად შეესაბამება ეს სინამდვილეს, მაგრამ ნამდვილად სამწუხარო ფაქტია, (რბილად რომ ვთქვათ) რომ ყველა ქვეყანამ ისწავლა ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში პანდემიის მართვა და შენ ამ დროს აკეთებ იმას, რაც შარშან დასჭირდა რამდენიმე ქვეყანას, როცა ბევრი რამ უცნობი იყო ვირუსის ირგვლივ. ანუ, ვერაფერი ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში ვერ ისწავლე...

თუმცა, რამდენიმე დღის წინ ერთი სურათი შემხვდა, რომელიც იმიტომ იყო გაზიარებული, რომ ეჩვენებინათ რა თავგანწირულად მუშაობენ ქართველი ექიმებიო. მე, კი პირიქით, ამ სურათს საერთოდ არ გამოვაჩენდი, რადგანაც აჩვენებს რამდენად ცუდად არის საქმე. ამ სურათის შემხედვარე ისე უნდა შეგეშინდეს, რომ დღედაღამ ილოცო, არ მოხვდე სამედიცინო დაწესებულებაში, არაფერს ვამბობ რა შედეგების დადგომას უნდა ელოდო ქვეყანაში“, - წერს ზაზა წერეთელი.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉„უბედურ დღეში ვართ, რა ექეიფება და რა ეტაშფანდურება ამ ხალხს“

👉 „ვირუსის ძლიერი აფეთქება მოდის, პიკამდე არ მივსულვართ“

👉 „სიკვდილიანობის მხრივ საქართველო პირველ ადგილზეა თავის რეგიონში“