მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ არ ავიცრებით, ყოველ ორ თვეში გვექნება ასეთი ტალღა“ - ამირან გამყრელიძე

„ეპიდსიტუაცია ნელი ტემპით უმჯობესდება“
1634464153
COVID-19

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მეხუთე ტალღის დასაწყისია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, განსაკუთრებით მძიმე ეპიდვითარებაა კახეთში, იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში, სადაც აცრის ტემპი დაბალია.

იგი მოქალაქეებს რეგულაციების მაქსიმალური დაცვისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ თუ აცრასთან ერთად, მოსახლეობა სიფრთხილეს გამოიჩენს, ახალ წლამდე 2000-მდე სიცოცხლე გადარჩება.

„თუ არ ავიცრებით საკუთარი თავისთვის და ერთმანეთისთვის, მაშინ ყოველ ორ თვეში გვექნება ასეთი ტალღა. ხაზს ვუსვამ, თუ დავიცავთ რეკომენდაციებს და ავიცრებით, ახალ წლამდე ჩვენ 2 000 ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ.

ისეთი ტალღა მოდის, რომ თუ შესაბამისი შემაკავებელი ღონისძიებები არ გატარდა, ძალიან მძიმე იქნება ეს ნოემბერი. შემაკავებელ ღონისძიებებში ისევ რეკომენდაციების დაცვას და ვაქცინაციას ვგულისხმობ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ეპიდემიოლოგის განმარტებით, 1.8 რეპროდუქციის ინდექსი ძალიან საგანგაშოა, რის გამოც ეპიდსიტუაციის გაუარესება კვლავ მოსალოდნელია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:👇

👉 „სინოვაკით“ და „სინოფარმით“ აცრილმა 60 წლიდან ზემოთ ასაკის პირებმა მესამე დოზა უნდა მიიღონ - WHO

👉 ორი ვირუსი ერთდროულად სიკვდილის რისკს აორმაგებს - ჯენი ჰარისი

👉 „შესაძლებელია, ეს მეხუთე ტალღის დასაწყისი იყოს“ - თენგიზ ცერცვაძე ეპიდვითარებაზე

👉 ვაქცინები 90%-ით ეფექტიანია კორონავირუსის მძიმე ფორმების წინააღმდეგ - კვლევა